ის 2016 წლამდე "ხუმარების" რიგებში ითამაშებს. წინა დღით ის "ფეისბუქის" საშუალებით დაემშვიდობა "დორტმუნდის" ფანებს. შეგახსენებთ, რომ სანტანა "მალაგასთან" პლეი ოფის მატჩის გმირია, თუმცა ისეთ კლუბში გადავიდა, ამიერიდან "დორტმუნდის" ფანებისთვის საძულველი ფეხბურთელი გახდება. "შალკე" და "დორტმუნდი" ერთმანეთის დიდი მტრები არიან გერმანიაში. მათი დერბი ყოველთვის დაძაბულია.
შეგახსენებთ, რომ წინა დღით გაირკვა, რომ "დორტმუნდმა" "ვერდერის" ბერძენი მცველი სოკრატის პაპასტატოპულოსი შეიძინა. 24 წლის ბერძენმა იურგენ კლოპის გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გადაწყდა: სანტანა "დორტმუნდიდან" მიდის!