კლაუდიო პისარო "შალკეში", მარიკას ნაცვლად?

AutoSharing Option
"შალკეს" ხელმძღვანელები რუმინელ თავდამსხმელ ჩიპრიან მარიკას ახალ კონტრაქტზე დიდხანს ელაპარაკებოდნენ, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. 27 წლის ფორვარდმა, რომელმაც ბუნდესლიგის 34 მატჩში მხოლოდ 5 გოლი გაიტანა, ხელფასის შემცირებაზე უარი თქვა, რის შემდეგაც მენეჯერმა ჰორსტ ჰელდტმა მისი გაშვების გადაწყვეტილება მიიღო.

"მარიკას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია. სამწუხაროდ, ვერ შევთანხმდით," - განუცხადა 43 წლის ჰელდტმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს. მათი ინფორმაციით, "შალკეში" გადასვლის კანდიდატი ახლა მიუნხენის "ბაიერნის" ვეტერანი პერუელი ცენტრფორვარდი კლაუდიო პისაროა. ჰელდტი 34 წლის პისაროს შესანიშნავ თავდამსხმელად მოიხსენიებს და ამბობს, თუ "ბაიერნთან" კონტრაქტს არ
გააგრძელებს, გელზენკირხენში დიდი სიამოვნებით დავპატიჟებთო.

"შალკესთვის" პრობლემა ისაა, რომ "ბილდის" ინფორმაციით, პისაროს გადაბირებაზე დორტმუნდის "ბორუსიაშიც" ფიქრობენ და რთული არაა იმის გამოცნობა, რომ "დორტმუნდს" პისაროს ხელში ჩაგდების უკეთესი შანსი აქვს. აქვე გეტყვით, რომ "ბაიერნიდან" "შალკეში" უკვე გადავიდა იუპ ჰაინკესის ასისტენტი, 61 წლის სპეციალისტი პეტერ ჰერმანი. ეს უკანასკნელი მომდევნო სეზონიდან "შალკეს" თავკაც იენს კელერის მარჯვენა ხელი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კლაუდიო პისარო: "ბაიერნს" ერთი ტიტული ჯიბეში აქვს, მაგრამ კიდევ ორი დარჩა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული