"შპორტ ბილდი": იურგენ კლოპს მარიო მანჯუკიჩი და ჯერდან შაჩირი უნდა!

AutoSharing Option
ჟურნალ "შპორტ ბილდის" ინფორმაციით, "დორტმუნდის" თავკაცმა იურგენ კლოპმა თვალი "ბაიერნის" ორ ფეხბურთელს, ცენტრფორვარდ მარიო მანჯუკიჩსა და ნახევარმცველ ჯერდან შაჩირის დაადგა.

თუ ეს მართლაც ასეა, გამოდის, რომ ეს "ბორუსიას" კონტრშეტევაა - როგორც იცით, მიუნხენელებმა დორტმუნდელებს მარიო გიოტცე წაართვეს და რობერტ ლევანდოვსკისაც ართმევენ.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "ბორუსიას" ინტერესი, პირველ რიგში, 24 წლის ლევანდოვსკის მოსალოდნელ ტრანსფერთანაა კავშირში. გაირკვა, რომ პოლონელს მიუნხენში გადასვლა ძალიან უნდა და დორტმუნდელები ფულთან ერთად, მანჯუკიჩსა და შაჩირის მოითხოვენ.

პრობლემა ისაა, რომ გერმანული მედიის ცნობით, "ბაიერნის" მომავალ მწვრთნელ პეპ
გვარდიოლას
27 წლის მანჯუკიჩი და 21 წლის შაჩირი მოსწონს, თუმცა ლევანდოვსკის ტრანსფერის შემთხვევაში, ან ხორვატი ფორვარდი უნდა დათმოს, ანაც მარიო გომესი (დორტმუნდელებს ეს უკანასკნელიც აინტერესებთ).

აღსანიშნავია, რომ "ბორუსიას" ფული არ უჭირს. მარტო ჩემპიონთა ლიგიდან "დორტმუნდის" შემოსავალმა 60 მილიონი ევრო შეადგინა. დაუმატეთ ამას გიოტცეში აღებული 37 მილიონიც - სხვა შემოსავლებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. შეგახსენებთ, რომ დორტმუნდელებმა "ვერდერის" მცველ სოკრატის პაპასტატოპულოსში ახლახან 9 მილიონი გადაიხადეს. ფაქტია, რომ "ბორუსიას" ცხელი სატრანსფერო ზაფხული ელის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფელიპე სანტანა "დორტმუნდიდან" "შალკეში" გადავიდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული