ანდრე პალოპი "ლევერკუზენში" აღმოჩნდა!

AutoSharing Option
იმ დროს, როცა ყველა ფიქრობდა, რომ 39 წლის ესპანელმა მეკარემ ამ უქმეებზე "სევილიას" ფორმით კარიერის უკანასკნელი მატჩი ჩაატარა, ანდრე პალოპს თურმე სულ სხვა რამ ჰქონია გადაწყვეტილი: 3 ივნისს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ვეტერანი მეკარე კარიერას აგრძელებს!

პალოპმა გერმანულ კლუბ "ლევერკუზენთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და "ბაიერში", რა თქმა უნდა, უფასოდ გადავიდა.

პალოპი "ლევერკუზენში" მიხაელ რენზინგს შეცვლის, რომელიც ლევერკუზენელთა მეორე მეკარე გახლდათ და რომელიც მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებულ დიუსელდორფის "ფორტუნაში" გადაბარგდა. პირველი მეკარე კი "ბაიერში" გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების კიპერი ბერნდ ლენოა - მისი მამისტოლა
პალოპი კი "ფარმაცევტების" მეორე მეკარე იქნება.

"ძალიან მიხარია, რომ კარიერის მიწურულს უცხოეთში წასვლის შესაძლებლობა მომეცა და თან ისეთ ძლიერ კლუბში, როგორიც "ლევერკუზენია". ბუნდესლიგით უკვე მთელი ევროპა ძალიან დაინტერესდა.

გადაწყვეტილების მიღებისას დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმაც, რომ "ლევერკუზენი" ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს",
- უთხრა ჩვენს გერმანელ კოლეგებს პალოპმა.

"რენზინგის წასვლის შემდეგ გამოცდილ მეკარეს ვეძებდით. პალოპი სწორედ ისეთი მეკარეა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ლენოს ღირსეულად შეცვლის", - ეს "ლევერკუზენის" სპორტული დირექტორის, რუდი ფიოლერის სიტყვებია.

კარვახალი რეალში დაბრუნდა
ამასობაში "ლევერკუზენმა" ახალგაზრდა ესპანელი მარჯვენა მცველი დაკარგა - დანიელ კარვახალი, რომელიც ამ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო ლევერკუზენელი იყო, მადრიდის "რეალში" დაბრუნდა.

"სამეფო გუნდმა" მისი უკან შესყიდვის უფლება გამოიყენა. "ბაიერი" იძულებული გახდა, 21 წლის კარვახალი 6.5 მილიონ ევროდ დაეთმო. შეგახსენებთ, რომ გერმანულმა კლუბმა თავის დროზე ის 5 მილიონ ევროდ ჩაიგდო ხელში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული