იუპ ჰაინკესი: მწვრთნელობას აღარ ვაპირებ

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა თავკაცმა იუპ ჰაინკესმა განაცხადა, რომ მწვრთნელობას აღარ აპირებს.

ეს 68 წლის გერმანელმა სპეციალისტმა "შპიგელთან" ინტერვიუში თქვა. შეგახსენებთ, რომ აქამდე ჰაინკესი ამბობდა, რომ მომავალ სეზონში დაისვენებდა და მერე გადაწყვეტდა, რას მოიმოქმედებდა მომავალში:

"მე საერთოდ არ მიყვარს რაღაცების წინასწარ მტკიცება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მწვრთნელობას აღარ ვაპირებ", - მოგვყავს ციტატა "შპიგელთან" ინტერვიუდან.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის "ბაიერნში" ჰაინკესს 42 წლის ესპანელი ხოსეპ გვარდიოლა შეცვლის.

ასევე იხილეთ:
"ბაიერნი": იუპი მიდის, კითხვის ნიშანი რჩება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული