რობერტ ლევანდოვსკი "მანჩესტერ სიტისაც" უნდა!

AutoSharing Option
რობერტ ლევანდოვსკისთვის გაჩაღებულ ბრძოლაში "მანჩესტერ სიტიც" ჩაერთო - ბევრი ფულითა და იმ იმედით, რომ ოღონდ მიუნხენის "ბაიერნს" არ დაუთმოს და დორტმუნდის "ბორუსია" პოლონელ გოლეადორს მანჩესტერში სიამოვნებით გაუშვებს.

ბრიტანული ტაბლოიდი "სანი" ამის შესახებ 16 ივნისს წერდა. ჩვენი ინგლისელი კოლეგების ცნობით, 24 წლის ლევანდოვსკი "სიტის" ახალმა დამრიგებელმა მანუელ პელეგრინიმ მოითხოვა და მიუხედავად იმისა, რომ თავად პოლონელს "ბაიერნში" გადასვლა უნდა, იმედი აქვს, რომ რობერტი ინგლისურ ვარიანტზე დაფიქრდება.

მანჩესტერელთა უმთავრესი არგუმენტი, რა თქმა უნდა, ფულია. "სანის" ინფორმაციით, "სიტი" ლევანდოვსკის ზღაპრულ ანაზღაურებას, კვირაში 235 000
ევროს სთავაზობს, რაც წელიწადში 12 მილიონი ევროა და იმას ნიშნავს, რომ რობერტი პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება. თუმცა "სანი" იმასაც წერს, რომ პოლონელის გადაბირება მეორე მანჩესტერულ გრანდს, "იუნაიტედსაც" უნდა.

ფეხბურთელის კონტრაქტით გათვალისწინებული ფასი 30 მილიონი ევროა და ფაქტია, რომ ამ თანხის გადახდა პრობლემას არც "სიტისთვის" წარმოადგენს და არც "იუნაიტედისთვის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: რომან აბრამოვიჩი არასდროს ჩარეულა ჩემს საქმიანობაში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული