ბრიტანული ტაბლოიდი "სანი" ამის შესახებ 16 ივნისს წერდა. ჩვენი ინგლისელი კოლეგების ცნობით, 24 წლის ლევანდოვსკი "სიტის" ახალმა დამრიგებელმა მანუელ პელეგრინიმ მოითხოვა და მიუხედავად იმისა, რომ თავად პოლონელს "ბაიერნში" გადასვლა უნდა, იმედი აქვს, რომ რობერტი ინგლისურ ვარიანტზე დაფიქრდება.
მანჩესტერელთა უმთავრესი არგუმენტი, რა თქმა უნდა, ფულია. "სანის" ინფორმაციით, "სიტი" ლევანდოვსკის ზღაპრულ ანაზღაურებას, კვირაში 235 000
ფეხბურთელის კონტრაქტით გათვალისწინებული ფასი 30 მილიონი ევროა და ფაქტია, რომ ამ თანხის გადახდა პრობლემას არც "სიტისთვის" წარმოადგენს და არც "იუნაიტედისთვის".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: რომან აბრამოვიჩი არასდროს ჩარეულა ჩემს საქმიანობაში