ფაქტია, რომ სქემებით, რომლებიც 42 წლის სპეციალისტმა პირველ ამხანაგურ შეხვედრებში (15:1 ვილდენაუს ფანკლუბის ნაკრებთან და 9:1 "რეგენთან") ძირითადად გამოიყენა, რეკორდმაისტერს მუდმივად არასდროს უთამაშია.
პირველ მატჩში პეპმა "ბაიერნი" ძირითადად 4-1-4-1 ტაქტიკური სქემით ათამაშა, მეორე შეხვედრაში კი ეს განლაგება 45 წუთის განმავლობაში გამოიყენა. საინტერესო ისაა, რომ ამ სქემაში გვ
აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ პოზიციაზე ათამაშებდა გვარდიოლა "ბარსელონაში" ლიონელ მესის. რიბერი ე.წ. თავისუფალი თავდამსხმელი გახლდათ. თუ პეპი ამ სქემის გამოყენებაზე ოფიციალურ მატჩებშიც სერიოზულად ფიქრობს, შეგვიძლია ვთქვათ: ამ ტაქტიკის მთავარი პლუსი ისაა, რომ "ბაიერნი" შეტევაში გაცილებით არაპროგნოზირებადი იქნება.
მეორე მატჩის პირველ ტაიმში პეპმა მიუნხენური გრანდი ძირითადად 3-3-3-1 სქემით ათამაშა, რომლის მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ შეტევის დროს, ფაქტობრივად, 6 თავდამსხმელია, რადგან ფილიპ ლამი და დავიდ ალაბა ფლანგებზე ძალიან წინ არიან წასულები, ნომინალურ გარემარბებს ცენტრისკენ შეწევა შეუძლიათ, ხოლო თავის დაცვისას კი, საჭიროების შემთხვევაში, ხუთი მცველი გამოდის.
ეს უკიდურესად შემტევი სქემაა, რომელსაც სერიოზული მინუსიც აქვს: იზრდება იმის საშიშროება, რომ მეტოქემ კონტრშეტევაზე მწარედ გამოგიჭიროს. სხვათა შორის, სწორედ ასეთი კონტრშეტევის შემდეგ გახსნა ანგარიში "რეგენმა" და მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნმა" ანგარიში პირველსავე ტაიმში შეატრიალა, გვარდიოლამ შესვენებაზე ტაქტიკა მაინც შეცვალა.
"დასკვნების გაკეთება ჯერ, რა თქმა უნდა, ძალიან ადრეა. ასეთი ტესტ-მატჩები ზედგამოჭრილია იმისათვის, რომ ბევრი რამ სცადო და ექსპერიმენტებს მიმართო," - ეს თომას მიულერის სიტყვებია.
ტრენტინოში ტრიოს გარეშე
4 ივლისიდან "ბაიერნი" ტრენტინოში შეიკრიბება (12 ივლისამდე) და გვარდიოლას განკარგულებაში კვლავ არ იქნებიან დანტე (29 წლის), ლუის გუსტავო (25) და ხავი მარტინესი (24) - კონფედერაციათა თასის გათამაშებაში მონაწილეობის გამო ისინი შვებულებაში ახლაღა გავიდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გერმანული ტესტები: პეპ გვარდიოლამ ახალი თაობა დაინახა