შტეფან კისლინგი: ჩემპიონობაც შეგვიძლია!

AutoSharing Option
ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი შტეფან კისლინგი მიიჩნევს, რომ მის გუნდს, ლევერკუზენის "ბაიერს", მომავალ სეზონში უმაღლესი მიზნისთვის ბრძოლა შეუძლია.

"ჩემი აზრით, "ლევერკუზენს" გერმანიის ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია, - უთხრა 29 წლის გოლეადორმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს, - კარგი ფეხბურთის თამაში რომ შეგვიძლია, ეს წინა სეზონში არაერთხელ დავამტკიცეთ, ახლა კი ისიც უნდა დავამტკიცოთ, რომ უმაღლესი მიზნისთვის ბრძოლა შეგვიძლია. ცხადია, ვაცნობიერებ, რომ ამისათვის გაცილებით მეტია საჭირო. ისიც ვიცი, რომ "ბაიერნისთვის" ან დორტმუნდის "ბორუსიასთვის" სერიოზული კონკურენციის გაწევა ძალიან რთულია, მაგრამ შეუძლებელიც არაფერია".

კისლინგი იმედოვნებს, რომ
"ლევერკუზენის" ხელმძღვანელები სატრანსფერო ბაზარზე კიდევ გააქტიურდებიან და გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებენ: "ფაქტია, რომ 8-9 ფეხბურთელმა უკვე დაგვტოვა და გუნდი ჯერჯერობით მხოლოდ 4 ახალწვეულით გავაძლიერეთ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ახალი სეზონის დაწყებამდე ფეხბურთელებს კიდევ დავიმატებთ და ბუნდესლიგის სტარტს იდეალურ მზადყოფნაში შევხვდებით. მჯერა, რომ "ლევერკუზენი" ახალ სეზონში, წინა სეზონთან შედარებით, გაცილებით უკეთ ითამაშებს".

როგორც იცით, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ყველაზე შედეგიანი გერმანელი ცენტრფორვარდია, კისლინგს გერმანიის ნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვი ბუნდესგუნდში მაინც არ იძახებს. თუმცა შტეფანს კვლავინდებურად აქვს იმის იმედი, რომ იოგი ნაკრებში იხმობს.

"ჯერ კიდევ არ დამიკარგავს იმის იმედი, რომ ლიოვი გამიხსენებს და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე გამგზავრების შანსი მომეცემა," - აცხადებს კისლინგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მოსალოდნელი ტრანსფერი: კლოპმა კისლინგი მოითხოვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული