თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ მისი სახით ბუნდესლიგას ძალიან სახალისო და საინტერესო ფეხბურთელი შეემატება და თუ 24 წლის ჭკუამხიარული ფორვარდი "ბორუსიას" თავკაც იურგენ კლოპს ყველაფერში დაუჯერებს, ნამდვილად დიდ ფეხბურთს ითამაშებს.
ობამეიანს საფრანგეთის ჩემპიონატში გოლები (თანაც, თვალსასეირო გოლები) უხვად გაჰქონდა, მაგრამ იქაურ პუბლიკას არა მარტო გოლებით, არამედ თავისი ქცევებითაც ამხიარულებდა. ობამეიანი ექსტრავაგანტური ტიპია, მაგრამ ამბობს, რომ ასე მხოლოდ მოედანზე იქცევა.
"თუ ვინმე ფიქრობს,
გასული წლის ოქტომბერში მან ერთ-ერთი გოლი სპაიდერმენის ნიღბით იზეიმა, მატჩის შემდეგ კი განაცხადა, რომ ეს გოლი თავის მეგობარს, ჟერემი ჟანოს მიუძღვნა - ეს უკანასკნელი თურმე სწორედ სპაიდერმენის ფანი ყოფილა...
თუმცა სპაიდერმენი თავად ობამეიანსაც აშკარად ძალიან მოსწონს - მისი ლოგოს ტიპის ვარცხნილობაც ჰქონდა და თმაზე ასო-ბგერა S-იც ჰქონდა - "სენტ ეტიენის" პატივსაცემად. სხვა მხრივ, ობამეიანი გოლებს მეტწილად სალტოებით აღნიშნავს ხოლმე და ამბობს, რომ ექსტრავაგანტურობა მისთვის აროგანტობას კი არა, თავდაჯერებულობას ნიშნავს.
24 წლის გაბონელს უჩვეულო გოლების გატანა ეხერხება, მისი ავტოპარკის უახლესი წარმომადგენელი კი შესანიშნავი "ასტონ მარტინია" (DB9). გასულ სეზონში ობამეიანი მოედანზე გასახურებლად სპეციალურად შეკვეთილი ბუცებით გავიდა, რომლებსაც "სვაროვსკის" 4000 კრისტალი ამშვენებდა (ფასი 3700 ევრო).
"ჰო, ეს ბიჭი ცოტათი შერეკილია, მაგრამ ფეხბურთს უმაღლეს დონეზე თამაშობს და მოედანზე ყოფნისას უპრობლემო პროფესიონალია. კეთილშობილია და ინტელექტიც არ აკლია," - ეს მისი ყოფილი მწვრთნელის, გერნოტ რორის სიტყვებია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იურგენ კლოპმა ბიჭები შეკრიბა