დორტმუნდის "ბორუსია": ჰენრიხ მხითარიანს 10-იანი მისცეს!

AutoSharing Option
ჰენრიხ მხითარიანის ტრანსფერზე ჯერ კიდევ შაბათის ნომერში ვწერდით, დორტმუნდის "ბორუსიამ" და დონეცკის "შახტარმა" კი ეს გარიგება ოფიციალურად გუშინღა დაადასტურეს.

24 წლის სომეხმა ვარსკვლავმა გერმანიის ჩემპიონთან და ჩემპიონთა ლიგის ფინალისტთან კონტრაქტი 2017 წლამდე გააფორმა. 9 ივლისს გაირკვა და დადასტურდა, რომ მხითარიანი "დორტმუნდში" 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ "ბორუსიას" ხელმძღვანელები მასზე უდიდეს იმედებს ამყარებენ, ხოლო გუნდის მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს კი მარიო გიოტცეს შემცვლელად ესახება (ათი ნომერი სწორედ "გიოტცინიო" იყო).

"ძალიან გვიხარია, რომ ჰენრიხ მხითარიანი გადმოვიბირეთ. ეს ბიჭი
უკვე ჩამოყალიბებული პროფესიონალი
ა და ჩვენი ნახევარდაცვის შემტევ ხაზს მნიშვნელოვნად გააძლიერებს," - განაცხადა "ბორუსიას" სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა.

რეკორდი
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ გერმანულ მედიაში აქამდე იწერებოდა, "დორტმუნდს" მხითარიანის ტრანსფერი 24 მილიონი ევრო დაუჯდაო. დონეცკის "შახტარი" კი ოფიციალურად აცხადებს, რომ ჰენრიხის სანაცვლოდ 27.5 მილიონი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მხითარიანი "ბორუსიას" ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენია.

"ამ ტრანსფერის განხორციელება ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ჰენრიხის გადმობირება უსათუოდ გვინდოდა და მიხარია, რომ მიზანს მივაღწიეთ," - ეს "ბორუსიას" გენერალური მენეჯერის, ჰანს-იოახიმ ვატცკეს სიტყვებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჰენრიხ მხითარიანი დორტმუნდის "ბორუსიაში" 10 ნომრით ითამაშებს
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვახ ეს რა ინჩეს მაზალო ინFორმაცია გაიჩითა! აა ააა აა! სომხებო გილოცავთ, დიდი წარმატებაა, თან 10 ნომერი მისცეს.. უნდა იზეიმოთ მაგრამ ძაანაც ნუ გაბლატავდებით ;) ლევან ყენია რომ შალკეში გადავიდა მაშინ ეს სად იყო..

ეს გაიხარეთ, მაგრამ არც იოცნებოთ რომ ქართველებს ოდესმე რაიმეთი თვალები დაგვიბრმავდება (ან დავყრუვდებით), მარტო ქინქლაძის ნაირი ფეხბურთელი არ გყოლიათ მთელი ისტორიის განმავლობაში და კიდე 7:0 ს ვერ მოგვიგებთ ვერასდროს ;)

ეს მეგობრული (მეზობლური) კბილის გაკვრა ;)

ისე მაგარი ფეხბურთელია ბაზარი არაა
Giorgi
21:34 10-07-2013
0
აუ ცხვირი აქ სევანის ტბის სიგრძე
slava
23:08 11-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული