"მიონხენგლადბახი": მეორე "ბორუსიაც" დაკომპლექტდა!

AutoSharing Option
ბუნდესლიგის დაწყებამდე 5 კვირით ადრე მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" გუნდი დაკომპლექტებულად გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ "გლადბახი" სატრანსფერო ბაზარზე აღარ გააქტიურდება.

"შემიძლია ვთქვა, რომ ახალ სეზონს ამ შემადგენლობით შევხვდებით. სატრანსფერო პერიოდისთვის დასახულ მიზნებს 99 პროცენტით მივაღწიეთ. დარჩენილ დროში არც არავის გავუშვებთ და აღარც არავის დავიმატებთ,
" - უთხრა "გლადბახის" სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

შეგახსენებთ, რომ მომავალი სეზონისთვის მიონხენგლადბახელებმა გერმანიის ნაკრებში გაშინაურებული წინახაზელი მაქს კრუზე (25 წლის, "ფრაიბურგიდან"), ბრაზილიელი გამთამაშებელი რაფაელი (28 წლის, კიევის "დინამოდან") და ნახევარმცველი კრისტოფ კრამერი (22 წლის,
ლევერკუზენიდან) გადაიბირეს. ბუნდესლიგის ახალი სეზონი 9 აგვისტოს სწორედ "გლადბახისა" და "ბაიერნის" მატჩით გაიხსნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული