დორტმუნდის "ბორუსიას" ფიტნეს-რეკორდი!

AutoSharing Option
იმ დროს, როცა "ბაიერნის" ფეხბურთელები ხოსეპ გვარდიოლას ტაქტიკურ სქემებს ეგუებიან, მიუხედავად იმისა, რომ ახალი სეზონისთვის მზადება ახლახან დაიწყეს, დორტმუნდის "ბორუსიას" მოთამაშეები შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში არიან.

იურგენ კლოპის შეგირდებმა ფიტნეს-ტესტი სარეკორდო მაჩვენებლებით დაასრულეს, რაც სეზონის დაწყებამდე ერთი თვით ადრე ძალიან სერიოზული განაცხადია.

"ფიზ-მომზადების ტესტში ჩემს ბიჭებს დაუჯერებელი შედეგები ჰქონდათ. ამაზე უკეთესი შედეგი აქამდე ჩემს გუნდს არასდროს ჰქონია," - გახარებულია კლოპი.

ეს "დორტმუნდის" პირველ ტესტ-მატჩშიც დადასტურდა, რომელიც "ბორუსიამ" "ბაზელს" 3:1 მოუგო. ფიზ-მომზადების ასეთი შედეგი თავად კლოპის დამსახურებაა, რომელმაც შვებულებაში გასვლამდე ფეხბურთელებს ინდივიდუალური
მომზადების პროგრამები დაურიგა და დაავალა, რომ თითოეული ინდივიდუალური ვარჯიშის შემდეგ მისთვის ტექსტური შეტყობინებები მიეწერათ...

ერთი სიტყვით, ციფრებით "დორტმუნდი" კარგ ფორმაშია, მაგრამ რამდენად კარგ ფორმაშია რეალურად, ეს "ბაიერნთან" პირველ დუელში გამოჩნდება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საუკეთესოთა შორის საუკეთესო მწვრთნელები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული