ილკაი გუნდოგანი დორტმუნდის "ბორუსიას" მცირე ხნით დააკლდება

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველმა ილკაი გუნდოგანმა "ვიურცბურგერთან" ამხანაგურ მატჩში ტრავმა მიიღო.

გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით ტრავმა სერიოზული არაა, მაგრამ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი ერთ კვირას გამოტოვებს. უარესს შემთხვევაში გუნდოგანი ბუნდესლიგის სტარტამდე ვერ ითამაშებს.

შესაბამისად ფეხბურთელი სავარაუდოდ გერმანიის თასზე "ვილჰემსჰაფენთან" შეხვედრას გამოტოვებს. ბუნდესლიგას კი "ბორუსია" "აუგსბურგთან" მატჩით იწყებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული