ნური შაჰინი: გვჭირდება მეტი აგრესია!

AutoSharing Option
ბუნდესლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში დორტმუნდის "ბორუსიას" შაბათს აუგსბურგში არცთუ იოლი გასვლითი მატჩი ელის. მოსამზადებელ პერიოდში გამართული ამხანაგური და ოფიციალური მატჩებიდან ჩანს, რომ იურგენ კლოპის გუნდის უკანა ხაზი კარგ ფორმაშია, წინა ხაზს კი ცოტათი უჭირს.

დორტმუნდელთა თურქი ნახევარმცველი ნური შაჰინი მიიჩნევს, რომ "ბორუსია" უფრო აგრესიული უნდა გახდეს.

"იმისათვის, რომ უფრო ეფექტურები ვიყოთ, პირველ რიგში ოდნავ მეტი აგრესიაა საჭირო. ნებისმიერმა მეტოქემ უნდა იგრძნოს, ვის ეთამაშება. მხოლოდ ასე მოვახერხებთ იმას, რომ უფრო ნაკლები გოლი გავუშვათ და შეძლებისდაგვარად მეტი გავიტანოთ. მე ვიტყოდი, რომ
სწორ გზას ვადგავართ და ახალი სეზონის სტარტს კარგ ფორმაში ვხვდებით. ცოტა მეტი აგრესიაც და ყველაფერი იდეალურად იქნება,"
- უთხრა 24 წლის შაჰინმა ბუნდესლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდს.

მას "დორტმუნდის" მენეჯერი მიხაელ ცორკიც ეთანხმება და დასძენს: "ფაქტია ისიც, რომ მოსამზადებელ პერიოდში გამართულ შეხვედრებში ძალიან ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. მარტო თასის პირველ ეტაპზე, "ვილჰელმსჰაფენთან" (3:0), ახალწვეულმა პიერ-ემერიკ ობამეიანმა ორი ასპროცენტიანი შანსი ვერ გამოიყენა. კარგია, რომ ბევრი მომენტი გვექმნება, მაგრამ მომენტს გამოყენებაც უნდა!"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რობერტ ლევანდოვსკი არ ცხრება!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული