მათიას ზამერი: ამ სეზონში "ბაიერნი" 5 ტიტულს გეგმავს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" სპორტული დირექტორი მათიას ზამერი სეზონის წინ ოპტიმისტურად არის განწყობილი და ყოველი ტურნირის მოგებას გეგმავს, რომელშიც "ბაიერნი" მონაწილეობს.

მართალია, მიუნხენურმა გრანდმა ერთი ტიტული უკვე წააგო - გერმანიის სუპერთასზე 2:4 დამარცხდა დორტმუნდის "ბორუსიასთან".

"ჩვენ გვსურს შარშანდელი ჰეთთრიკის გამეორება, ასევე კიდევ ორი ტურნირის მოგება, ევროპის სუპერთასის და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის", - განუცხადა "შპორტ ბილდს" ზამერმა.

"ბაიერნი" სეზონს 9 აგვისტოს იწყებს, პირველ ტურში მიონხენგლადბახის "ბორუსიას" მასპინძლობს.

ასევე იხილეთ:
მათიას ზამერი: "იუვენტუსს" მხოლოდ ასე მოვუგებთ!

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული