* ლევან კობიაშვილის ჰერტა პირველი გუნდია, რომელმაც ბუნდესლიგაში დაბრუნება 6 გოლით აღნიშნა
* "ვოლფსბურგის" 10-მატჩიანი წაუგებელი სერია ქვემოსაქსონურ დერბიში შეწყდა
* უვე ზეელერის შვილიშვილის დებიუტი ბუნდესლიგაში
ბუნდესლიგის 51-ე სეზონი პარასკევს, წინა სეზონის ტრიუმფატორის მორიგი გამარჯვებით გაიხსნა, შაბათ-კვირას კი პირველი ტური გახურდა და რამდენიმე მართლაც შთამბეჭდავი თამაში და ბევრი გოლი ვიხილეთ...
დომინგესის ხელბურთი
"ბაიერნის" და გლადბახის "ბორუსიას" მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, მიუნხენელთა შეტევებით დაიწყო და მე-12 წუთზე სეზონის პირველი გოლიც ვიხილეთ - ფრანკ რიბერის
მეორე ნახევარში სტუმრები გაცილებით უკეთ ათამაშდნენ და მიუნხენელმა ქომაგმა საკუთარი გუნდის კართან რამდენიმე არასასიამოვნო ეპიზოდიც იხილა. ყველაფერს კი წერტილი ალვარო დომინგესის მართლაც საოცარმა უიღბლობამ დაუსვა - ესპანელმა ფეხბურთელმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა, რის გამოც "ბორუსიას" კარში პენალტი დაინიშნა.
11-მეტრიანი თომას მიულერმა შეასრულა, მაგრამ ვერ გაიტანა - ტერ შტეგენმა საკუთარი გუნდი გადაარჩინა, მაგრამ ბურთი არიენ რობენს საჯარიმოს კუთხეში მიუვიდა. ამ დროს კი ჰოლანდიელთან ისევ დომინგესი გაჩნდა და ახალგაზრდა პირინეელმა კვლავ ხელით ითამაშა, რასაც მისი გუნდის კარში მეორე პენალტის დანიშვნა მოჰყვა.
ერთ ფეხბურთელს 30-წამიან ინტერვალში, საკუთარ საჯარიმოში ხელით ორჯერ ეთამაშოს, მართლაც არ გვახსენდება. ამჯერად ბურთთან დავიდ ალაბა მივიდა და ავსტრიელმა მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 3:1.
"ბაიერნს" ჩემპიონატში უკვე 26 ტურია, არ წაუგია, რაც ბუნდესლიგის რეკორდი გახლავთ. გარდა ამისა, "რეკორდმაისტერმა" შინ ზედიზედ მე-9 გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ფელიქს მაგათის "ბაიერნის" მიერ დამყარებულ რეკორდამდე (ზედიზედ 19 საშინაო გამარჯვება, 2005-06 წლებში) ჯერ შორია.
"ბევრი ვირბინეთ და ბევრსაც ვუტევდით. გვიხარია, რომ სეზონი გამარჯვებით დავიწყეთ, რადგან მატჩი საკმაოდ რთული გამოდგა. დღეს ჩვენი თამაშით დიდი სიამოვნება მივიღე," - განაცხადა ფრანკ რიბერიმ, რომელიც გერმანელმა ჟურნალისტებმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
იხილეთ ვიდეო
სპაიდერმენის ჰეთ-თრიქი
პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ბუნდესლიგაში საოცნებო დებიუტი მოიწყო - 24 წლის გაბონელმა ფორვარდმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, რაც აქამდე მხოლოდ 5 ფეხბურთელს ჰქონდა გაკეთებული.
გაიტანა რობერტ ლევანდოვსკიმაც, რომლისთვისაც "აუგსბურგი" საყვარელი მეტოქეა - პოლონელ ფორვარდს ბავარიელთა წინააღმდეგ ჩატარებულ 5 შეხვედრაში 7 გოლი დაუგროვდა. სულ კი ეს მატჩი "ლევანგოლსკისთვის" 99-ე იყო ბუნდესლიგაში და მის ანგარიშზე უკვე 55 გოლია.
"ბორუსიას" არ ჰყავდა რომან ვაიდენფელერი, რომელიც წინა სეზონის ბოლო ტურში ("ჰოფენჰაიმთან") გააძევეს და დისკვალიფიცირებული იყო. მის მაგივრად კარს მიტჩელ ლანგერაკი იცავდა და საინტერესოა, რომ ავსტრალიელმა მეკარემ BVB-ის რიგებში მე-11 მატჩი ჩაატარა და დორტმუნდმა ყველა შეხვედრის მოგება შეძლო.
"ჰერტას" ისტორიული გამარჯვება
"ჰერტა" გახდა პირველი დებიუტანტი ისტორიაში, რომელმაც საწყის ტურში 6 გოლი გაიტანა. ბუნდესლიგაში ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა ბერლინელებმა შარშანდელი სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა, ფრანკფურტის "აინტრახტი" მიწასთან გაასწორეს. საინტერესოა, რომ არმინ ფეესთვის "ჰერტა" ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა - "აინტრახტის" დამრიგებელს დედაქალაქურ გუნდთან მოგებული არ ჰქონდა (თამაშამდე: 3 ფრე და 7 წაგება), შაბათს კი 52 წლის სპეციალისტი საშვილიშვილოდ შერცხვა.
სამწუხაროდ, ბერლინელთა შემადგენლობაში არ იყო ლევან კობიაშვილი, მაგრამ იოს ლუჰუკაის ამის გამო ვერავინ გაამტყუნებს. 2-2 გოლი გაიტანეს კოლუმბიელმა ადრიან რამოსმა და ტუნისელმა სამი ალაგუიმ, ვინც პირველ ტურში თავის გამოჩენა ზედიზედ მეექვსედ შეძლო - ალაგუიმ სამჯერ პირველ, ხოლო სამჯერ მეორე ბუნდესლიგის საწყის ტურებში გაიტანა.
მასპინძელთა რიგებში ასევე გამოირჩეოდა ალექსანდრ ბაუმიოჰანი - "ჰერტას" ახალწვეულმა გოლი ვერ გაიტანა; სამაგიეროდ, ორი საგოლე პასი გააკეთა და მართლაც კარგი მატჩი ჩაატარა. ბერლინელებს ლუჰუკაის ხელში, "ოლიმპიაშტადიონზე" ჯერ არ წაუგიათ - მეორე ბუნდესლიგის მატჩების ჩათვლით, დედაქალაქელთა დაუმარცხებელი სერია უკვე 18 მატჩია გრძელდება და ამ პერიოდში "ჰერტამ" 13 შეხვედრა მოიგო, 5 კი ფრედ დაასრულა.
2 გოლი და 2 გაძევება
"ჰანოვერმა" ქვემოსაქსონურ დერბიში "ვოლფსბურგი" ზედიზედ მეოთხედ დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები, 52-ე წუთიდან მოყოლებული, 9 კაცით იყვნენ, მირკო სლომკას შეგირდებს საკმაოდ გაუჭირდათ და თქვენ წარმოიდგინეთ, მეორე ნახევარში უფრო მეტს "მგლები" უტევდნენ. მასპინძელთა ქომაგები 84-ე წუთზე დამშვიდდნენ, როდესაც შაბოლჩ ჰუშტიმ გაიტანა და შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
აქვე შეგახსენებთ, რომ შარშან ვოლფსბურგში გამართული დერბი "ჰანოვერმა" 4:0 მოიგო და ჰუშტიმ 4 საგოლე პასი მიითვალა.
ამ მარცხით დასრულდა "ვოლფსბურგის" 10-მატჩიანი წაუგებელი სერია, რომელიც სათავეს 2 მარტიდან იღებდა. დიტერ ჰეკინგმა კი "ჰანოვერთან", რომელიც მისი ყოფილი კლუბია, ზედიზედ მეექვსედ დაყარა ფარ-ხმალი.
"ბაიერის" მეექვსე და კისლინგის მეშვიდე
ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა ლევერკუზენის "ბაიერმა", რომელმაც გვარიანად შეცვლილი "ფრაიბურგი" დაამარცხა. მორიგი გოლი გაიტანა შტეფან კისლინგმა, რომელმაც თავი ზედიზედ მეშვიდე შეხვედრაში გამოიჩინა, მაგრამ იოახიმ ლიოვმა ის ეროვნულ ნაკრებში კვლავ არ მიიწვია. ბუნდესლიგის ბოლო 20 შეხვედრაში კისლინგმა 17 გოლი გაიტანა, რაც ფანტასტიკური შედეგია.
მასპინძელთა მხრიდან თავი ასევე სიდნი სემმა და ახალწვეულმა ჰონ-მინ სონმა გამოიჩინეს. შეხვედრის 87-ე წუთზე კი მინდორზე 17 წლის ლევინ იოზთუნალი გამოვიდა და "ბაიერის" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. თუ არ იცით, გეტყვით, რომ იოზთუნალი ლეგენდარული უვე ზეელერის შვილიშვილია.
შაბათის კიდევ ერთ შეხვედრაში "ჰოფენჰაიმმა" "ნიურნბერგთან" ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა და მხოლოდ ქულას დასჯერდა.
ჰუნტელაარის მორიგი გოლები
კლაას-იან ჰუნტელაარმა "ჰამბურგს" მიჯრით მეხუთე შეხვედრაში გაუტანა (სულ 9 გოლი), მისმა "შალკემ" კი ვერ მოიგო. სტუმრები ორჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ "ხუმარები" ცვლილებაზე გამოსულმა ადამ სალაიმ გადაარჩინა და შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 3:3.
კვირა დღის მეორე შეხვედრაც უხვგოლიანი გამოდგა - "მაინცმა" "შტუტგარტს" ნიკოლაი მიულერის დუბლის და ყოფილი "შვაბის", შინჯი ოკაზაკის ერთი გოლის წყალობით სძლია. თომას ტუხელის შეგირდებმა ბუნდესლიგაში 9-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს.
ბუნდესლიგა. I ტური
ბაიერნი-ბორუსია (მ) 3:1
გოლები: 1:0 რობენი (12), 2:0 მანჯუკიჩი (16), 2:1 დანტე (40-საკ. კარში), 3:1 ალაბა (69-პენ)
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - ლამი, ჯ. ბოატენგი, დანტე, ალაბა - შვაინშტაიგერი (73. კირხჰოფი) - რობენი, თ. მიულერი (77. რაფინია), ტ. კროოსი (85. ხავი მარტინესი), რიბერი - მანჯუკიჩი
ბორუსია (4-2-3-1): ტერ შტეგენი - იანჩკე, შტრანცლი, ალვარო დომინგესი, დემსი - კრამერი (85. ლ. დე იონგი), ჯაკა - ჰერმანი (70. ჰრგოტა), რაფაელი, არანგო (71. იუნესი) - კრუზე
გამოუყენებელი პენალტი: თ. მიულერი (68. ბაიერნი)
გაფრთხილება: მანჯუკიჩი - კრამერი, შტრანცლი, ალვარო დომინგესი
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 12-12; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 26-11 (13-6); ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 71 137
აუგსბურგი-ბორუსია (დ) 0:4
გოლები: 0:1 ობამეიანგი (24), 0:2 ობამეიანგი (66), 0:3 ობამეიანგი (79), 0:4 ლევანდოვსკი (86-პენ)
აუგსბურგი (4-1-4-1): ამსიფი - ვერჰეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ოსტრცოლეკი - ბაიერი - ჰანი (83. ფოგტი), მორავეკი, ჰალილ ალთინთოფი (77. ფილპი), ჰოლცჰაუზერი (77. ვლახოდიმოსი) - მიოლდერსი
ბორუსია (4-2-3-1): ლანგერაკი - გროსკროიტცი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი - ობამეიანგი (81. ი. ჰოფმანი), გიუნდოგანი (57. ბლაშჩიკოვსკი), როისი - ლევანდოვსკი (88. დურმი)
გაფრთხილება: ოსტრცოლეკი, მორავეკი - .
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 20-12; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 11-13 (6-11); ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 30 660
ბაიერი-ფრაიბურგი 3:1
გოლები: 1:0 კისლინგი (22), 1:1 ჰანკე (40), 2:1 სონი (47), 3:1 სემი (52)
ბაიერი (4-3-2-1): ლენო - დონატი, სპაჰიჩი, თოფრაქი, ბიონიში - რაინარტცი, ლ. ბენდერი, კასტრო (87. იოზთუნალი) - სემი (80. ჰეგელერი), სონი (70. როლფესი) - კისლინგი
ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - შმიდი, გინტერი, დიანე, ზორგი - ჟელსონ ფერნანდესი, შუსტერი - კოკლენი (46. კერკი), ცუკი (68. გიუნტერი) - ჰანკე, მეჰმედი (76. ფრაისი)
გამოუყენებელი პენალტი: შმიდი (67. ფრაიბურგი)
გაფრთხილება: რაინარტცი, სპაჰიჩი - დიანე, ჰანკე
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 13-18; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 19-7 (14-3); ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 27 136
ჰანოვერი-ვოლფსბურგი 2:0
გოლები: 1:0 ანდრეასენი (17), 2:0 ჰუშტი (84)
ჰანოვერი (4-2-3-1): ცილერი - ჰ. საკაი, ჰაგი, სანე, პანდერი - ანდრეასენი (73. ა. ჰოფმანი), შტინდლი - ბიტენკურტი (76. შმიდებახი), პრიბი (66. შლაუდრაფი), ჰუშტი - დიუფი
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ტრეში, ნალდო, ტ. კლოზე, რ. როდრიგესი - კოო (55. კნოხე), პოლაკი - ვიეირინია (81. სიო), არნოლდი, დიეგო - ოლიჩი (66. მ. შეფერი)
გაფრთხილება: ბიტენკურტი, ჰუშტი, პრიბი, სანე - ტ. კლოზე
გაძევება: არნოლდი (32. ვოლფსბურგი), ტ. კლოზე (52. ვოლფსბურგი)
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 32-12; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 20-15 (14-10); ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 44 800
ჰერტა-აინტრახტი (ფ) 6:1
გოლები: 1:0 რამოსი (18), 2:0 ბრუკსი (32), 2:1 ა. მაიერი (37-პენ), 3:1 ალაგუი (58), 4:1 ალაგუი (60), 5:1 რამოსი (71), 6:1 რონი (89)
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - ნჯენგი, ლანგკამპი, ბრუკსი, ვან დენ ბერგი - ლუსტენბერგერი, ჰოსოგაი (83. კლუგე) - ალაგუი, ბაუმიოჰანი (76. რონი), ბენ-ჰატირა (73. ნ. შულცი) - რამოსი
აინტრახტი (4-3-2-1): ტრაპი - იუნგი, სამბრანო, რუსი, ოშიპკა - როდე, შვეგლერი,ფლუმი (46. აიგნერი) - ა. მაიერი, როზენტალი (46. ინუი) - ხოსელუ
გაფრთხილება: - ფლუმი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 18-19; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 16-10 (10-6); ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 55 000
ჰოფენჰაიმი-ნიურნბერგი 2:2
გოლები: 1:0 აბრაჰამი (34), 2:0 მოდესტი (51), 2:1 მ. ფრანტცი (54), 2:2 გინჩეკი (57)
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): კასტელსი - ბეკი, აბრაჰამი, ვესტერგაარდი, თესკერი - რუდი (65. შტრობლი), პოლანსკი (86. სალიჰოვიჩი) - ფოლანდი, რობერტო ფირმინო, ელიუნუსი - მოდესტი (72. შიპლოკი)
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ფოილნერი, პ. ნილსონი, პოგატეცი, პინოლა - შტარკი, ბალიჩი (72. დაბანლი) - კიოტაკე, გებჰარტი (46. მ. ფრანტცი), მაკი (46. დრმიჩი) - გინჩეკი
გაფრთხილება: პოლანსკი - შტარკი, ბალიჩი, პოგატეცი, ფოილნერი
კუთხური: 5-9; ჯარიმა: 18-21; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 23-12 (11-8); ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 25 730
აინტრახტი (ბ)-ვერდერი 0:1
გოლი: 0:1 იუნუზოვიჩი (82)
აინტრახტი (4-5-1): პეტკოვიჩი - ელაბდელაუი, ბიჩაკჩიჩი, დოგანი (46. მარსელ კორეია), რაიხელი - კრუპკე, კრატცი (84. ოერლი), მ. კალიჯური (56. ბოლანდი), თოიერკაუფი, ჰოხშაიდტი - ჯექსონი
ვერდერი (4-3-2-1): მილიტცი - ფრიტცი, პრიოდლი, კალდიროლა, გებრე სელასიე - ფ. კროოსი (81. ილდირიმი), მაკიადი (85. ლუკიმია), იუნუზოვიჩი - პეტერსენი, ექიჩი (62. ელია) - ჰანტი
გაფრთხილება: თოიერკაუფი - .
კუთხური: 2-7; ჯარიმა: 11-18; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 13-12 (6-7); ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 23 000
მაინცი-შტუტგარტი 3:2
გოლები: 1:0 ნ. მიულერი (14), 1:1 იბიშევიჩი (16), 2:1 ოკაზაკი (65), 3:1 ნ. მიულერი (78), 3:2 ჰარნიკი (82)
მაინცი (4-2-3-1): ჰ. მიულერი - პოსპეხი, ბ. სვენსონი, ნოვესკი, პარკი - გაისი (90. ბუნგერტი), ბაუმგარტლინგერი - ოკაზაკი, ზიმლინგი (76. მორიტცი), ნ. მიულერი - პოლტერი (76. ჩუპო-მოტინგი)
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - შვააბი, ტასკი (21. რაუში), რიოკერი, გ. საკაი - გენტნერი, ბოკა - ჰარნიკი, ლაიტნერი (68. კაკაუ), ი. ტრაორე (83. აბდელაუე) - იბიშევიჩი
გაფრთხილება: პოლტერი - ულრაიხი, რიოკერი, ლაიტნერი, ბოკა
კუთხური: 2-8; ჯარიმა: 15-16; თამაშგარე: 7-1; კარში დარტყმა: 9-15 (7-7); ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 30 279
შალკე-ჰამბურგი 3:3
გოლები: 1:0 ჰუნტელაარი (2), 1:1 ვან დერ ვაარტი (12), 1:2 ბაისტერი (24), 2:2 ჰუნტელაარი (45), 2:3 ლ. ზობიეხი (49), 3:3 სალაი (72)
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა, მატიპი, ჰიოვედესი, ფუხსი - ნოიშტედტერი (58. სალაი), ჯოუნსი - ფარფანი, დრაქსლერი (23. გორეტცკა), კლემესი - ჰუნტელაარი
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - დიკმაიერი, ლ. ზობიეხი, ვესტერმანი, იანსენი - ბადელი (64. რინკონი), არსლანი - ბაისტერი (83. რუდნევსი), ვან დერ ვაარტი, ზუა - ჰაქან ჩალჰანოღლუ (74. აოგო)
გაფრთხილება: ფუხსი - ვან დერ ვაარტი, არსლანი
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 19-16 (11-12); ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 61 973
მომდევნო ტური
17 აგვისტო:
აინტრახტი-ბაიერნი; ფრაიბურგი-მაინცი; ჰამბურგი-ჰოფენჰაიმი; შტუტგარტი-ლევერკუზენი; ვერდერი-აუგსბურგი; ვოლფსბურგი-შალკე; გლადბახი-ჰანოვერი.
18 აგვისტო:
ნიურნბერგი-ჰერტა; დორტმუნდი-ბრაუნშვაიგი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გერმანია. ბუნდესლიგა. I ტურის წინ: ბუნდესლიგა დაიწყო