თამაშის შემდეგ გასაგები გახდა, რომ ნიჭიერი ფეხბურთელი გერმანიის ნაკრებს ვერ დაეხმარებოდა. შეგახსენებთ, რომ ბუნდესნაკრები ოთხშაბათს პარაგვაის ნაკრებს ეთამაშება.
"ყველაფერი ჩალურჯებული მაქვს და ისე დავდივარ, თითქოს ხის ფეხი მქონდეს," - განაცხადა დრაქსლერმა, რომელმაც აქილევსის მყესი დაიზიანა.
19 წლის მოთამაშე "შალკესაც" დააკლდება - მომდევნო ტურში გელზენკირხენელებს "ვოლფსბურგთან" თამაში მის გარეშე მოუწევთ. "შალკეს" მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი იმედოვნებს, რომ დრაქსლერი გუნდს მალე დაუბრუნდება:
"იმედი გვაქვს, რომ ტრავმა ხანგრძლივი
ისევ დრაქსლერი:
"სეზონის ასეთი დასაწყისი ძალიან სამწუხაროა. გარდა ამისა, "შალკემაც" ვერ მოიგო, არადა, ნაადრევი გოლის შემდეგ გვეგონა, რომ ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ წარიმართებოდა".
ამასობაში, გერმანელი ჟურნალისტების ცნობით, "ხუმარები" შემტევი ხაზის გაძლიერებას აპირებენ და ამისთვის კანდიდატიც შერჩეული ჰყავთ. საუბარია გაბრიელ ტორიეზე, რომელიც "უდინეზეს" ეკუთვნის და იტალიურ კლუბთან ხელშეკრულება 2016 წლამდე აქვს გაფორმებული.
23 წლის რუმინელი უდინეში 2011 წელს, 5 მილიონი ევროს საფასურად, ბუქარესტის "დინამოდან" გადავიდა. პირველ სეზონში ჩატარებულ 21 შეხვედრაში ტორიემ 2 გოლი გაიტანა, შარშანდელი სეზონი კი განათხოვრებით "გრანადაში" გაატარა, სადაც პრიმერას 34 შეხვედრაში თავი 3-ჯერ გამოიჩინა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იოახიმ ლიოვმა ბუნდესგუნდი დაასახელა