ბუნდესლიგის რეკორდები

AutoSharing Option
ვაგრძელებთ ევროპის წამყვანი ჩემპიონატების რეკორდებზე საუბარს. დღეს გერმანიის ჩემპიონატის ჯერია, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი რეკორდები კონკრეტულად ბუნდესლიგის მიღწევებია და არა მთლიანად გერმანიის ჩემპიონატის.

მიუხედავად იმისა, რომ საუბარი მხოლოდ ბუნდესლიგის რეკორდებზე გვექნება, აქვე გერმანიის ყველა ჩემპიონის ვინაობას შემოგთავაზებთ.

გერმანიის ჩემპიონები
23 - "ბაიერნი"
9 - "ნიურნბერგი"
8 - "ბორუსია" (დორტმუნდი)
7 - "შალკე"
6 - "ჰამბურგი"
5 - "შტუტგარტი", "ბორუსია" (მიონხენგლადბახი)
4 - "ვერდერი", "კაიზერსლაუტერნი"
3 - "კიოლნი", "ლაიპციგი", "ფიურტი"
2 - "ჰერტა", "ვიქტორია 89", "დრეზდენი", "ჰანოვერი"
1 - "კარლსრუე",
"კილი", "მიუნხენ 1860", "ფორტუნა" (დიუსელდორფი), "აინტრახტი" (ფრანკფურტი), "ბლაუ-ვაისი", "აინტრახტი" (ბრაუნშვაიგი), "როტ-ვაისი", "ფრაიბურგერი", "ფიონიქს კარლსრუე", "რაპიდი" (ვენა), "ვოლფსბურგი".

"ანშლუსის" გამო, 1938 წლიდან მოყოლებული, ავსტრიული კლუბები გერმანიის ჩემპიონატში თამაშობდნენ და ვენის "რაპიდმა" 1938 წელს გერმანიის თასი მოიგო, სამი წლის შემდეგ კი ქვეყნის ჩემპიონიც გახდა.

ბუნდესლიგის ჩემპიონები
1963-2013

22 - "ბაიერნი"
5 - "ბორუსია" (მიონხენგლადბახი), "ბორუსია" (დორტმუნდი)
4 - "ვერდერი"
3 - "ჰამბურგი", "შტუტგარტი"
2 - "კიოლნი", "კაიზერსლაუტერნი"
1 - "მიუნხენ 1860", "აინტრახტი" (ბრაუნშვაიგი), "ნიურნბერგი", "ვოლფსბურგი"

აქვე აღმოსავლეთ გერმანიის ჩემპიონებს შემოგთავაზებთ:

გდრ-ის ობერლიგის ჩემპიონები
1948-1991

10 - "დინამო" (ბერლინი) - ზედიზედ: 1979-88 წლებში
8 - "დინამო" (დრეზდენი)
6 - "ფორვერტს ბერლინი"
4 - "ვისმუტ კარლ მაქს შტადტი" (დღეს: "ერცგებირგის აუე")
3 - "კარლ ცაისი" (იენა), "მაგდებურგი"
2 - "ხემი ლაიპციგი", "ტურბინე ჰალე", "ტურბინე ერფურტი", "ჰორხ ცვიკაუ"
1 - "ჰანზა" (როსტოკი), "კარლ მარქს შტადტი" (დღეს: "ხემნიცერი")

მწვრთნელები

ჩემპიონები

8 - უდო ლატეკი
7 - ოტმარ ჰიტცფელდი
4 - ჰენეს ვაისვაილერი
3 - იუპ ჰაინკესი, ფელიქს მაგათი, ოტო რეჰაგელი

ჩემპიონი ფეხბურთელის და მწვრთნელის რანგში:

ჰელმუტ ბენტჰაუსი (1-ელი ფეხბურთელის რანგში - 1-ელი მწვრთნელის რანგში), იუპ ჰაინკესი (4-3), ფრანც ბეკენბაუერი (5-1), მატიას ზამერი (3-1), თომას შააფი (2-1), ფელიქს მაგათი (3-3).

ყველაზე მეტი მატჩი:

1. ოტო რეჰაგელი - 832 თამაში
2. იუპ ჰაინკესი - 642
3. ერიხ რიბეკი - 569
4. უდო ლატეკი - 522
5. ფელიქს მაგათი - 495

ყველაზე მეტჯერ ბუნდესლიგიდან გავარდა:

7 - ფრიდჰელმ ფუნკელი
5 - კუნო კლიოცერი

ყველაზე მეტჯერ გუნდი ბუნდესლიგაში გადაიყვანა:

5 - ფრიდჰელმ ფუნკელი და ოტო რეჰაგელი
4 - მანფრედ კრაფტი

ფეხბურთელები

ჩემპიონები:

8 - ოლივერ კანი, მეჰმეთ შოლი
7 - კლაუს აუგენტალერი, ლოთარ მათეუსი, ალექსანდრ ციკლერი
6 - იენს იერემისი, სამუელ კუფური, ლუდვიგ კიოგლი, ბიქსენტ ლიზარაზუ, ჰასან სალიჰამიჯიჩი, ბასტიან შვაინშტაიგერი

თამაშები

ყველაზე მეტი მატჩი ბუნდესლიგაში:

1. კარლ-ჰაინც კიორბელი - 602 თამაში
2. მანფრედ კალცი - 581
3. ოლივერ კანი - 557
4. კლაუს ფიხტელი - 552
5. მიროსლავ ვოტავა - 546
6. კლაუს ფიშერი - 535
7. აიკე იმელი - 534
8. ვილი ნოიბერგერი - 520
9. მიხაელ ლამეკი - 518
10. ული შტაინი - 512

ყველაზე მეტი მატჩი ზედიზედ ლეგენდარულმა ზეპ მაიერმა ჩაატარა - 442 (სერია 1966/67 წლების სეზონის დასაწყისიდან 1978/79 წლების სეზონის ბოლომდე გრძელდებოდა). ბუნდესლიგაში მაიერმა მხოლოდ ის სამი თამაში გამოტოვა, რომელიც "ბაიერნმა" 1966 წელს, სეზონის სტარტზე ჩაატარა. იქიდან მოყოლებული, კარიერის დასრულებამდე მაიერს ერთი თამაშიც არ გამოუტოვებია.

მოქმედი ფეხბურთელები:

1. კლაუდიო პისარო - 353 თამაში
2-3. ლევან კობიაშვილი, ზე რობერტო - 336
4. ჰანო ბალიტჩი - 329
5. ჯერალდ ასამოა - 323
6. სტივ ჩერუნდოლო - 300
7. ბასტიან შვაინშტაიგერი - 299

ლეგიონერები:

1. კლაუდიო პისარო - 353 თამაში
2-3. ლევან კობიაშვილი, ზე რობერტო - 336
4. სერგეი ბარბარესი - 330
5. ოლე ბიონმოსე - 323
6. დედე - 322
7. ჰასან სალიჰამიჯიჩი - 321
8. დავიდ იაროლიმი - 318
9. ბუმ კუნ ჩა - 308
10. ზვონიმირ სოლდო - 301

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელები: 1. ნური შაჰინი (16 წლის და 335 დღის), 2. იურგენ ფრიდლი (17 წლის და 25 დღის), 3. იბრაჰიმ ტანკო (17 წლის და 60 დღის);
ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელები: 1. კლაუს ფიხტელი (43 წლის და 183 დღის), 2. ული შტაინი (42 წლის და 170 დღის), 3. ტონი შუმახერი (42 წლის და 73 დღის).

გოლები

ყველაზე მეტი გოლი ბუნდესლიგაში:

1. გერდ მიულერი - 365 გოლი
2. კლაუს ფიშერი - 268
3. იუპ ჰაინკესი - 220
4. მანფრედ ბურგსმიულერი - 213
5. ულფ კირსტენი - 182
6. შტეფან კუნცი - 179
7-8. კლაუს ალოფსი, დიტერ მიულერი - 177
9-10. ჰანეს ლიორი, კლაუდიო პისარო - 166
11. კარლ-ჰაინც რუმენიგე - 162

დორტმუნდის "ბორუსიას" და ბრემენის "ვერდერის" ლეგენდა მანფრედ ბურგსმიულერი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ამერიკულ ფეხბურთში გადავიდა და 1996-2002 წლებში "რაინ ფაიერის" რიგებში ე.წ. კიკერის პოზიციაზე თამაშობდა. ბურგსმიულერი სპორტის ამ სახეობის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა (52 წლის). 1998 და 2000 წლებში მისმა გუნდმა World Bowl მოიგო. ცნობისთვის, World Bowl ამერიკული Super Bowl-ის ევროპული ვარიანტი იყო.

მოქმედი ფეხბურთელები:

1. კლაუდიო პისარო - 166 გოლი
2. მარიო გომესი - 138
3. მიროსლავ კლოზე - 121
4-5. კევინ კურანი, შტეფან კისლინგი - 111

ლეგიონერები:

1. კლაუდიო პისარო - 166 გოლი
2. ჯოვანი ელბერი - 133
3-4. სტეფან შაპუიზა, აილტონი - 106

ერთ შეხვედრაში გატანილი გოლები:

6 გოლი - დიტერ მიულერი (1977 წლის 17 აგვისტო, "კიოლნი"-"ვერდერი" 7:2).
5 გოლი - გერდ მიულერი (4-ჯერ); ფრანც ბრუნგსი, რუდოლფ ბრუნენმაიერი, მანფრედ ბურგსმიულერი, ატლი ედვალდსონი, ფრანკ ჰარტმანი, იუპ ჰაინკესი, დიტერ ჰიონესი, იურგენ კლინსმანი, კლაუს შეერი, კარლ-ჰაინც ტიელენი, მიხაელ ტიონისი (ყველა თითოჯერ).
4 გოლი (პოკერი) - გერდ მიულერი (10-ჯერ); კლაუს ფიშერი და დიტერ მიულერი (3-3); ერიხ ბეერი, მარიო გომესი, კარლ-ჰაინც რუმენიგე და ფრიც ვალტერი (ლეგენდარულ ფრიც ვალტერში არ აგერიოთ, ეს ფეხბურთელი 80-90-იან წლებში თამაშობდა და 1992 წელს ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა) (2-2).
3 გოლი (ჰეთ-თრიქი) - გერდ მიულერი (18-ჯერ); მანფრედ ბურგსმიულერი, მარიო გომესი, კლაუს ფიშერი (9-9); იუპ ჰაინკესი (8).
2 გოლი (დუბლი) - გერდ მიულერი (55-ჯერ); იუპ ჰაინკესი (41); მანფრედ ბურგსმიულერი (34); კლაუს ფიშერი (32); კლაუს ალოფსი (30).

ყველაზე მეტი სუფთა ჰეთ-თრიქი (მიყოლებით გატანილი სამი გოლი):

7 - გერდ მიულერი
5 - კლაუს ფიშერი
3 - მანფრედ ბურგსმიულერი, დიტერ მიულერი

ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი: 1. ნური შაჰინი (17 წლის და 2 თვის), 2. იულიან დრაქსლერი (17 წლის და 6 თვის), 3. ლარს რიკენი (17 წლის და 7 თვის).
ყველაზე ასაკოვანი გოლის ავტორი: 1. მიროსლავ ვოტავა (40 წლის და 4 თვის), 2. მანფრედ ბურგსმიულერი (39 წლის და 6 თვის), 3. მორტენ ოლსენი (39 წლის დ 5 თვის).

ყველაზე მეტი გოლი პენალტით:

1. მანფრედ კალცი - 53 (60 ცდიდან)
2. გერდ მიულერი - 51 (63)
3. მიხაელ ცორკი - 49 (57)
4. ჰორსტ-დიტერ ჰიოტეგსი - 40 (48)
5-7. ვილფრიდ ჰანესი, პაულ ბრაიტნერი და გეორგ ფოლკერტი - 31 (38).

ყველაზე მეტი გოლი ცვლილებაზე გამოსვლის შემდეგ:

1. კრისტიან ციკლერი - 18 გოლი
2-3. ჰანს-იორგ კრინსი და მეჰმეთ შოლი - 14
4-6. შტეფან კონი, ფრანკ ორდენევიცი, გიუნტერ თილე - 13

ყველაზე მეტი ავტოგოლი:

6 - მანფრედ კალცი და ნიკოლჩე ნოვესკი
5 - პერ რიონტვედი

მოქმედი ფეხბურთელები:

6 - ნიკოლჩე ნოვესკი
4 - პერ მერტეზაკერი, მარკო რუსი
3 - სტივ ჩერუნდოლო, მაიკ ფრანცი, კარიმ ჰაგი

2005 წლის 19 ნოემბერს, "მაინცი"-"აინტრახტის" შეხვედრაში, ნოვესკიმ მატჩის პირველ 6 წუთში საკუთარ კარში ორი გოლი გაიტანა, მოგვიანებით კი მეტოქის კარიც აიღო და ანგარიში 1:2 გახადა. საბოლოოდ, შეხვედრა 2:2 დასრულდა, ნოვესკიმ კი განაცხადა: "რაც არ უნდა იყოს, ეს ჩემთვის კარიერაში პირველი ჰეთ-თრიქი იყო".

სხვა ფეხბურთელები, ვინც ერთ შეხვედრაში 2 ავტოგოლი მიითვალა: დიტერ ბასტი, პერ რიონტვედი, გერდ ციმერმანი, დიტერ პულტერი და ქარიმ ჰაგი.

დისციპლინა

ყველაზე მეტი ყვითელი ბარათი:

1. შტეფან ეფენბერგი - 114 ყვითელი
2. დავიდ იაროლიმი - 96
3. ბერნდ ჰოლერბახი - 95
4. ტორსტენ ფრინგსი - 92
5. ფრანკ გრაინერი - 89

ყველაზე მეტი ყვითელ-წითელი ბარათი:

1-2. მარსელო ბორდონი და მარტინ ვაგნერი - 6
3-6. მიხაელ ბალაკი, თომას ბერთოლდი, ბერნჰარდ ტრარესი, ტომაშ ვალდოხი - 5

ყველაზე მეტი წითელი:

1-4. მაურიციო გაუდინიო, ფერნანდო მეირა, იენს ნოვოტნი, ტორსტენ ვოლერტი - 5
5-10. სერგეი ბარბარესი, ფრანკ ფარენჰორსტი, ვოლფგანგ ფუნკელი, სამუელ კუფური, იოაკიმ ფილიპკოვსკი, კრისტიან ვიორნსი - 4

მეკარეები

ყველაზე მეტი მშრალი მატჩი:

1. ოლივერ კანი - 204
2. ოლივერ რეკი - 176
3. ეიკე იმელი - 148
4. ული შტაინი - 146
5. ზეპ მაიერი - 137

ყველაზე ხანგრძლივი მშრალი სერია

ტიმო ჰილდებრანდი - 884 წუთი ("შტუტგარტი", 2003 წლის 25 მაისიდან 4 ოქტომბრამდე)

საუკეთესო ბომბარდირი მეკარეებს შორის:

26 გოლი - ჰანს-იორგ ბუტი (ყველა პენალტით) - "ჰამბურგში" თამაშის დროს, 1998/99 წლების სეზონში ბუტმა 7 გოლი გაიტანა, მომდევნო წელს კი - 9.

თამაშიდან გოლი გაიტანეს:

იენს ლემანმა ("ბორუსია" დორტმუნდი-"შალკე", 1997 წლის 19 დეკემბერი) და ფრანკ როსტმა ("ვერდერი"-"ჰანზა", 2002 წლის 31 მარტი)
ლემანმა თავის მომავალ კლუბს, დორტმუნდის "ბორუსიას" უკანასკნელ წუთზე გაუტანა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

სხვადასხვა გუნდური რეკორდი

ყველაზე მეტი ქულა სეზონში - 91, "ბაიერნი" (2012/13)
ყველაზე ცოტა ქულა სეზონში - 10, ბერლინის "ტასმანია" (1965-66)
ყველაზე მეტი ქულა პირველ წრეში - 44, "ბაიერნი" (2005/06)
ყველაზე ცოტა ქულა პირველ წრეში - 4, "ტასმანია" (1965/66)
ყველაზე მეტი ქულა მეორე წრეში - 49, "ბაიერნი" (2012/13)
ყველაზე ცოტა ქულა მეორე წრეში - 6, "ტასმანია" (1965/66)
ყველაზე მეტი მოგება სეზონში - 29, "ბაიერნი" (2012/13)
ყველაზე ნაკლები წაგება სეზონში - 1, "ბაიერნი" (2012/13)
ყველაზე მეტი გოლი სეზონში - 101, "ბაიერნი" (1971/72)
ყველაზე ცოტა გოლი სეზონში - 15, "ტასმანია" (1965/66)
ყველაზე ცოტა გაშვებული გოლი სეზონში - 18, "ბაიერნი" (2012/13)
ყველაზე მეტი გაშვებული გოლი სეზონში - 108, "ტასმანია" (1965/66)
ზედიზედ მოგებული მატჩები - 15, "ბაიერნი" (2004/05 სეზონის 26-ე ტურიდან, 2005/06 სეზონის მე-6 ტურის ჩათვლით)
ზედიზედ მოგებული მატჩები ერთ სეზონში - 14, "ბაიერნი" (2012/13 სეზონი, 18-31 ტურები)
ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია - 36, "ჰამბურგი" (1982 წლის 30 იანვრიდან, 1983 წლის 22 იანვრამდე)
სეზონის სტარტზე დაუმარცხებელი სერია - 24, "ბაიერი" (2009/10) - მიუხედავად ამისა, "ბაიერი" მე-4 ადგილზე გავიდა.
ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია შინ - 73, "ბაიერნი" (1970 წლის 11 აპრილი - 1974 წლის 14 სექტემბერი)
ყველაზე ხანგრძლივი სერია მოგების გარეშე - 31, "ტასმანია" (1965/66 სეზონის 2-32 ტურები)
ყველაზე მეტი მარცხი ზედიზედ - 11, "ნიურნბერგი" (1983/84 სეზონის ბოლო 10 ტური და 1985/86 სეზონის პირველი ტური) - "ნიურნბერგი" 1984 წელს გავარდა და ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა)
ყველაზე მეტი წუთი გოლის გარეშე - 1 034, "კიოლნი" (2001/02 სეზონის მე-14 ტურის 31-ე წუთიდან, 25-ე ტურის 75-ე წუთამდე)
ერთადერთი გუნდი, რომელიც ჩემპიონი ისე გახდა, რომ მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ ერთი ტური ლიდერობდა: მიუნხენის "ბაიერნი", 1985/86 სეზონი.
ბუნდესლიგაში გადავიდა და გაჩემპიონდა: "კაიზერსლაუტერნი" (1998/99)
გაჩემპიონდა და ბუნდესლიგიდან გავარდა: "ნიურნბერგი" (ჩემპიონი: 1967/68, გავარდა: 1968/69)
ყველაზე მეტი სეზონი ბუნდესლიგაში: 50, "ჰამბურგი" - "ბუნდესლიგის უკანასკნელი დინო" - "ჰამბურგი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც ბუნდესლიგის ყველა გათამაშებაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინგლისური ფეხბურთის რეკორდები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული