გერმანია. ბუნდესლიგა. III ტური. პარასკევის მატჩის წინ: ექვსქულიანების დუელი

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მესამე ტური 23 აგვისტოს "დორტმუნდისა" და "ვერდერის" დამაინტრიგებელი დუელით გაიხსნება.

"ბორუსიას" დარად, ბრემენულ კლუბსაც ორივე თამაში მოგებული აქვს და 6-ქულიანია. მართალია, "დორტმუნდი" ფავორიტად მიიჩნევა, მაგრამ "ვერდერისგან" ყველაფერი მოსალოდნელია.

"დორტმუნდმაც" და "ვერდერმაც" სეზონი სრულყოფილად დაიწყეს - ორი ტურის შემდეგ ორივე 6-6 ქულით იწონებს თავს. მართალია, ბრემენელები საკმაოდ სუსტ მეტოქეებს შეხვდნენ ("აუგსბურგი" და "ბრაუნშვაიგი"), მაგრამ რობინ დუტის გუნდმა ორივე შეხვედრა მოიგო და, რაც მთავარია, გოლი არ გაუშვია (1:0, 1:0).

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ პირველ ორ ტურში "დორტმუნდიც" "აუგსბურგს" და "ბრაუნშვაიგს"
შეხვდა - ამ უკანასკნელის დამარცხება იურგენ კლოპის შეგირდებსაც გაუჭირდათ (2:1), "აუგსბურგი" კი პირველ ტურში 4:0 გაანადგურეს.

"ბორუსია", რა თქმა უნდა, ფავორიტია, მაგრამ ბრემენელები მრისხანე მეტოქეს არ უფრთხიან. "დორტმუნდის" ნამდვილად არ გვეშინიაო, აცხადებს ბრემენელთა ცენტრალური მცველი სებასტიან პრიოდლი, ათი ნომერი მეჰმეთ ექიჩი კი დასძენს: "ბორუსიასთან" თამამად და უშიშრად ვითამაშებთ. მჯერა, რომ დორტმუნდიდან მინიმუმ ქულის წაღება შეგვიძლია".

ახლახან დაწყებულ სეზონში "დორტმუნდის" უმთავრესი მახასიათებელი ის არის, რომ კლოპის გუნდი ჯერ კიდევ ვერ თამაშობს ისეთ ტემპში, როგორსაც ამ გუნდისგან ვართ მიჩვეულები, "ვერდერი" კი წინა სეზონში ძალიან ბევრ გოლს უშვებდა (66 ბუნდესლიგაში). ახლა კი დუტის შეგირდებს ორი ტურის შემდეგ მიღებული გოლების გრაფაში ჯერ კიდევ ნული უწერიათ.

კლოპი, დიდი ალბათობით, როტაციას მიმართავს: მარკო როისს, სავარაუდოდ, ძირითადში ვიხილავთ და შესაძლოა, იურგენმა კაპიტან სებასტიან კელიც სასტარტოში გაამწესოს. შესაბამისად, "ბორუსიას" თავკაცი ან პიერ-ემერიკ ობამეიანგს დაასვენებს, ანაც იაკუბ ბლაშჩიკოვსკის. კელი კი, წესით, სვენ ბენდერის ნაცვლად უნდა ვიხილოთ.

ბრემენელებს ახალგაზრდა იტალიელი მცველი ლუკა კალდიროლა დაუშავდათ და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ეს უკანასკნელი 23 აგვისტოს საღამომდე გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს. სამაგიეროდ, გამოჯანმრთელდა კლემენს ფრიტცი, რომელსაც მარჯვენა მცველის პოზიციაზე ვიხილავთ, მარცხნივ კი თეოდორ გებრე სელასიე გადაინაცვლებს და კალდიროლას შეცვლის.

გერმანია. ბუნდესლიგა. III ტური
23 აგვისტო
დორტმუნდი-ვერდერი 22:30
ტრავმა: პიშჩეკი, გიუნდოგანი - კალდიროლა, შმიტცი, ბარგფრედე, პ. სტევანოვიჩი, თრაიბული, აკპალა
ურთიერთშეხვედრები
სულ 90 თამაში: +35=16-39, (135:150)

სავარაუდო შემადგენლობები
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - გროსკროიტცი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ნ. შაჰინი, კელი - ბლაშჩიკოვსკი, მხითარიანი, როისი - ლევანდოვსკი.
ვერდერი (4-3-3): მილიტცი - ფრიტცი, პრიოდლი, ლუკიმია, გებრე სელასიე - მაკიადი, ფ, კროოსი, იუნუზოვიჩი - ჰანტი, პეტერსენი, ექიჩი.

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. დორტმუნდი 2 2 0 0 6-1 6
2. ლევერკუზენი 2 2 0 0 4-1 6
3. ბაიერნი 2 2 0 0 4-1 6
4. მაინცი 2 2 0 0 5-3 6
5. ვერდერი 2 2 0 0 2-0 6
6. ჰერტა 2 1 1 0 8-3 4
7. ჰოფენჰაიმი 2 1 1 0 7-3 4
8. ვოლფსბურგი 2 1 0 1 4-2 3
9. გლადბახი 2 1 0 1 4-3 3
10. ჰანოვერი 2 1 0 1 2-3 3
11. ნიურნბერგი 2 0 2 0 4-4 2
12. ჰამბურგი 2 0 1 1 4-8 1
13. შალკე 2 0 1 1 3-7 1
14. შტუტგარტი 2 0 0 2 2-4 0
15. ბრაუნშვაიგი 2 0 0 2 1-3 0
16. ფრაიბურგი 2 0 0 2 2-5 0
17. აუგსბურგი 2 0 0 2 0-5 0
18. აინტრახტი 2 0 0 2 1-7 0

ბომბარდირები:
3 - ალაგუი (ჰერტა), ობამეიანგი (დორტმუნდი), მოდესტე (ჰოფენჰაიმი), ნ. მიულერი (მაინცი); 2 - ჰუნტელაარი (შალკე), მანჯუკიჩი (ბაიერნი), რამოსი (ჰერტა), რობერტო ფირმინო (ჰოფენჰაიმი), რონი (ჰერტა), ვან დერ ვაარტი (ჰამბურგი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული