სეზონში, რომელშიც "ბორუსია" გერმანიის ვიცე-ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გააღწია, შემოსავალმა 305 მილიონი ევრო შეადგინა, რაც ამ კლუბისთვის სარეკორდოა (შარშან 215.2 მილიონი იყო).
სუფთა მოგება კი 53.3 მილიონ ევროს შეადგენს (შარშან 34.3 მილიონი).
ამრიგად, "დორტმუნდმა" თავის აქციონერებს დივიდენდები გადაუხადა: 10 ცენტი ერთ აქციაზე (შარშან 6 ცენტი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"