"ჰაინკესი, გარდა იმისა, რომ კარგი მწვრთნელია, ასევე, არაორდინარული ადამიანია.
ის მეტოქეებს პატივს სცემს და სამართლიანი თამაშის მიმდევარია.
გასულ სეზონში მან ყველას დაანახვა, რომ სამართლიანი თამაში და წარმატება ერთმანეთთანაა მიბმული.
მისმა გუნდმა არა მხოლოდ სამი ტიტული მოიგო, არამედ ყველაზე კარგად აჩვენა fair play-ს წესები.
ფეხბურთს სჭირდება იუპ ჰაინკესისნაირი ადამიანები", - თქვა გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ვოლფგანგ ნირსბაჰმა.