იუპ ჰაინკესს fair play-ს მედალი გადასცეს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა, რომელმაც გასულ სეზონში გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება მოაპოვებინა, fair play-ს მედალი მიიღო.

"ჰაინკესი, გარდა იმისა, რომ კარგი მწვრთნელია, ასევე, არაორდინარული ადამიანია.

ის მეტოქეებს პატივს სცემს და სამართლიანი თამაშის მიმდევარია.

გასულ სეზონში მან ყველას დაანახვ
ა, რომ სამართლიანი თამაში და წარმატება ერთმანეთთანაა მიბმული.

მისმა გუნდმა არა მხოლოდ სამი ტიტული მოიგო, არამედ ყველაზე კარგად აჩვენა fair play-ს
წესები.

ფეხბურთს სჭირდება იუპ ჰაინკესისნაირი ადამიანები",
- თქვა გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ვოლფგანგ ნირსბაჰმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული