36 წლის ფრინგსთან დასამშვიდობებლად "ვერდერის" სტადიონის ტრიბუნები ბოლომდე შეივსო (42 100 მაყურებელი) - მოედანზე კი ერთმანეთს ტორსტენის მეგობრები და "ვერდერის" ნაკრები დაუპირისპირდნენ. მატჩი "ვერდერის" ნაკრებმა 8:7 მოიგო, თავად ფრინგსმა კი სამი გოლი გაიტანა.
მსოფლიოს 2002 წლის ვიცე-ჩემპიონმა ჯერ "ვერდერის" ნაკრების შემადგენლობაში გაიტანა, მეორე ტაიმში მეგობრების გუნდში თამაშობდა და კიდევ ორი გოლი შეაგდო. ტორსტენის გამოსათხოვარ მატჩში არაერთმა ცნობილმა ფეხბურთელმა და "ვერდერის" პუბლიკის ყოფილმა ფავორიტებმა ითამაშეს. მოედანზე იყო ბრემენელთა
ფრინგსი ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა - ლოთარ მათეუსმა, მიხაელ ბალაკმა და ბერნდ შნაიდერმაც დააფასეს. ასეთ მატჩებს არასდროს აკლდება ხოლმე ფორმულა 1-ის ლეგენდა მიხაელ შუმახერი და სხვათა შორის, გოლი მანაც გაიტანა.
მატჩის წინ "ვერდერის" პრეზიდენტმა კლაუს-დიტერ ფიშერმა ფრინგსს დიდი, 22-ნომრიანი მაისურა გადასცა, რომელიც ყველა იმ გუნდის ფორმების ნაზავია, სადაც ტორსტენს უთამაშია: აახენის "ალემანია", "ვერდერი", გერმანიის ნაკრები, დორტმუნდის "ბორუსია", "ბაიერნი" და "ტორონტო". საპატიო წრე ფრინგსმა ქალიშვილებთან და "ვერდერის" ლეგენდარულ თავკაც თომას შააფთან ერთად დაარტყა.
"შააფი იყო პირველი ადამიანი, ვისაც 16 წლის წინ, "ვერდერში" გადმოსვლამდე ვესაუბრე. სწორედ თომასმა დამარწმუნა იმაში, რომ კარიერა ბრემენულ კლუბში უნდა გამეგრძელებინა და როგორც აღმოჩნდა, ეს ჩემი კარიერის ყველაზე სწორი და იღბლიანი გადაწყვეტილება იყო," - განაცხადა ფრინგსმა მატჩის შემდეგ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბუცები ლურსმანზე: ფრინგსი "ვერდერში" ბრუნდება?