35 წლის ფორვარდმა ეროვნულ ნაკრებში უკვე 68 გოლი გაიტანა.
"ჩემი პრიორიტეტი მომავალ ზაფხულს მუნდიალის მოგებაა. ჩვენ საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, ტიტულის გარანტიას ვერავის მივცემთ, რადგან ჩვენ გარდა, იგივე ამოცანა კიდევ რამდენიმე ნაკრებს აქვს დასახული, მაგრამ სულაც არ მეშინია მათი კონკურენციის", - განუცხადა "ბილდს" კლოზემ.
სხვათა შორის, "ლაციოს" ფორვარდმა აღნიშნა, რომ ამერიკის ლიგის ორი კლუბისგან საინტერესო შემოთავაზება აქვს.
ასევე იხილეთ:
უბერებელი მიროსლავ