
მიროსლავ კლოზე "ბაიერნის" მწვრთნელის, ჰანს-დიტერ ფლიკის თანაშემწე გახდა.
პოლონურ ქალაქ ოპოლეში დაბადებული კლოზე მიუნხენური კლუბის სამწვრთნელო შტაბში შევიდა და კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გაუფორმეს.
აქამდე 41 წლის კლოზე "ბაიერნის" 17-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი იყო. ის ამ გუნდის ღირსებას 2007-11 წლებში იცავდა და მის რიგებში 98 მატჩში 24 გოლი გაიტანა.