მიროსლავ კლოზე: ჩემი პრიორიტეტი მუნდიალის მოგებაა

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი გერდ მიულერთან ერთად, მიროსლავ კლოზე ამბობს, რომ მუნდიალზე ბუნდესგუნდის მიზანი ჩემპიონობა იქნება.

35 წლის ფორვარდმა ეროვნულ ნაკრებში უკვე 68 გოლი გაიტანა.

"ჩემი პრიორიტეტი მომავალ ზაფხულს მუნდიალის მოგებაა. ჩვენ საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, ტიტულის გარანტიას ვერავის მივცემთ, რადგან ჩვენ გარდა, იგივე ამოცანა კიდევ რამდენიმე ნაკრებს აქვს დასახული, მაგრამ სულაც არ მეშინია მათი კონკურენციის", - განუცხადა "ბილდს" კლოზემ.

სხვათა შორის, "ლაციოს" ფორვარდმა აღნიშნა, რომ ამერიკის ლიგის ორი კლუბისგან საინტერესო შემოთავაზება აქვს.

ასევე იხილეთ:
უბერებელი მიროსლავ
კლოზე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული