ჰამბურგში კი ჩრდილოეთის დერბი შედგება, რომელიც ამ შემთხვევაში იმ მხრივაა საინტერესო, რომ "ჰამბურგსაც" და "ვერდერსაც" კრიზისი აქვთ.
მე-6 ტურის წინ ბუნდესლიგაში სამი გუნდია მოუგებელი, მარცხის გარეშე კი მხოლოდ "დორტმუნდი" და "ბაიერნი" არიან.
"ჰანოვერი" სენსაციურად კარგად მოასპარეზე "აუგსბურგს" მასპინძლობს და "წითლების" მთავარ მწვრთნელ მირკო სლომკას ორი რამის იმედი შეუძლია ჰქონდეს: პირველი ისაა, რომ "ჰანოვერი" "აუგსბურგს" საკუთარ მოედანზე ეთამაშება, შინ
"ვოლფსბურგი" წნეხის ქვეშ
საკუთარ მოედანზე ყველა თამაში მოგებული აქვს "ვოლფსბურგსაც" - ოღონდ, "მგლებმა" საკუთარ "ფოლკსვაგენარენაზე" დღემდე მხოლოდ ორი შეხვედრა გამართეს, დღეს კი "ჰოფენჰაიმს" მასპინძლობენ. სამაგიეროდ, "ვოლფსბურგს" სტუმრად სამივე შეხვედრა წაგებული აქვს და დღევანდელი მატჩის წინ წნეხის ქვეშაა მოქცეული.
თანაც, "ვოლფებს" "ბაიერნიდან" გადაბირებული ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი ლუის გუსტავო დისკვალიფიცირებული ჰყავთ. "ჰოფენჰაიმმა" კი სეზონი უკეთესად დაიწყო (8 ქულა). "სოფლელებს" 5 ტურში 14 გოლი აქვთ გატანილი, ფეხბურთელებიდან კი ყველაზე მეტად კევინ ფოლანდი გამოირჩევა - 21 წლის წინახაზელს 5 თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი ("კიკერის" საშუალო შეფასება: 2.10)
როგორ იმოქმედებს "დორტმუნდზე" ნეაპოლში განცდილი მარცხი?
დორტმუნდის "ბორუსია" ნეაპოლიდან "გალახული" დაბრუნდა (1:2, კლოპი და ვაიდენფელერი გააძევეს), მაგრამ დორტმუნდელებს ხასიათს ის ფაქტი უკეთებს, რომ ბუნდესლიგაში ჯერჯერობით უდანაკარგოდ ლიდერობენ.
"ბორუსიას" დღეს "ნიურნბერგთან" ექნება საქმე - კლუბთან, რომელსაც ჯერ ერთი გამარჯვებაც არ უზეიმია, თუმცა კი სამი ფრე გაახერხა.
"სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, კატასტროფულ მდგომარეობაში ნამდვილად არ ვართ და უნდა გვახსოვდეს, რომ "დორტმუნდთან" წარმატების მიღწევა შეგვიძლია," - აცხადებს "ფრანკების" სპორტული დირექტორი მარტინ ბადერი.
ცხადია, რომ მორიგი მარცხის შემთხვევაში "ნიურნბერგში" ვითარება ყველანაირად დამძიმდება. დორტმუნდელებს 5 ტურის შემდეგ 15 გოლი აქვთ გატანილი, ობამეიანგი, მხითარიანი, როისი და ლევანდოვსკი დაფრინავენ,
მაგრამ არავინ იცის, როგორ იმოქმედებს "ბორუსიაზე" ნეაპოლში განცდილი მარცხი. ისიც ვთქვათ, რომ კლოპის გუნდს ბოლო დროს დაცვა აღარ უვარგა - ჯერ მატს ჰუმელსმა დაუშვა შეცდომები, მერე კი ნევენ სუბოტიჩმა.
მაინც საით მიდის "მაინცი"?
ამ კითხვაზე პასუხი წესით ამ ტურმა უნდა გაგვცეს. კითხვის დასმის საჭიროება კი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ თომას ტუხელის შეგირდებმა პირველი სამი მატჩი მოიგეს, მერე კი ზედიზედ ორჯერ დამარცხდნენ.
"მაინცი" 21 სექტემბერს მესამეადგილოსან "ლევერკუზენს" მასპინძლობს და ეს მატჩი "ბაიერისთვისაც" ბევრ კითხვას უპასუხებს.
"ლევერკუზენი კომპაქტურად თამაშობს და დისციპლინირებული გუნდია, რომელსაც შეუძლია ითამაშოს როგორც შემტევი, ისე დაცვითი ფეხბურთი. განსაკუთრებით კარგი დღე უნდა გაგვითენდეს იმისათვის, რომ ამ გუნდს ვძლიოთ," - ეს "მაინცის" თავკაც ტუხელის კომენტარია.
კრიზისული ჩრდილოეთის დერბი
ჩრდილოეთის დერბი ბუნდესლიგაში ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა, ამჯერად კი ამ დერბის ორივე მონაწილე კრიზისშია.
"ჰამბურგმა" 15 გოლის გაშვება მოასწრო და ბუნდესლიგაში ყველაზე საზიზღარი დაცვა ჰყავს. "დორტმუნდთან" 2:6-ის შემდეგ "ჰამბურგის" ხელმძღვანელებმა მოსალოდნელი გადაწყვეტილება მიიღეს და მთავარი მწვრთნელი ტორსტენ ფინკი გაათავისუფლეს.
"ვერდერთან" პრინციპულ დერბიში ჰამბურგელები საშინელი სერიის შეწყვეტას გეგმავენ, დროებითი მწვრთნელის მოვალეობებს კი ყოფილი ფეხბურთელების, როდოლფო ესტებან კარდოსოსა და ოტო ადოს ტანდემი შეასრულებს.
"ვერდერში" საზარელი განწყობა ზედიზედ სამი წაგების ბრალია და ბრემენელთა კაპიტანი აარონ ჰანტი აღიარებს, ლოგიკურია, რომ ცხრილის ქვედა ნაწილში ვართო. მწვრთნელი რობინ დუტი სტაბილური სასტარტო თერთმეტეულის ძიებაშია - "ვერდერმა" ხუთივე შეხვედრაში სხვადასხვა შემადგენლობით ითამაშა.
დუტი ტაქტიკასაც ხშირად ცვლის და იძულებულია, ახლაც შეცვალოს შემადგენლობა, რადგან თავდამსხმელი დი სანტო დისკვალიფიცირებულია.
ძმების დუელი ცენტრალურ მატჩში
"შალკესა" და "ბაიერნის" დაპირისპირება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ძმებ ბოატენგების დუელი, მაგრამ ამ შემთხვევაში კევინ-პრინსი და ჟერომი ყურადღების ცენტრში არიან, რადგან კევინი "შალკეში" ახლახან გადავიდა და გელზენკირხენული კლუბი აშკარად გააძლიერა. მისი და დენის აოგოს გადაბირების შემდეგ "შალკე" გაცილებით უკეთესად ათამაშდა და გოლების გაშვებასაც უკლო.
აგერ უკვე სამ კვირაზე მეტია, რაც გელზენკირხენში ყველა ბოატენგზე ლაპარაკობს, რადგან კევინი მალევე იქცა გუნდის ლიდერად. "შალკეს" ფანებს "ბაიერნთანაც" კევინის იმედი აქვთ.
რეკორდმაისტერში წინა ამ კვირაში დიდი დისკუსიები იყო - "ჰანოვერთან" გამარჯვების შემდეგ (2:0) სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმა გუნდი გააკრიტიკა, რასაც პრეზიდენტ ული ჰიონესის მხრიდან ზამერის მიმართ კრიტიკა მოჰყვა - მოგებული თამაშის შემდეგ კრიტიკა სასაცილოაო.
მიუნხენურ გრანდს გელზენკირხენიდან სამი ქულის წაღება სჭირდება, რადგან "დორტმუნდმა" რომ მოიგოს, ბავარიელები ვერმოგების შემთხვევაში "ბორუსიას" უკვე საკმაოდ ჩამორჩებიან.
"ფრაის" პირველი მოგება?
კვირას "ფრაიბურგი" პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. ზაფხულში ხარისხიანი ფეხბურთელების დაკარგვამ და ორმაგმა დატვირთვამ (ფრაი ევროპალიგაზეც გამოდის და "ლიბერეცთან" 2:2 ითამაშა) კრისტიან შტრაიხის გუნდს კარგი არაფერი მოუტანა - ხუთი ტურის შემდეგ ბრაისგაუელები ბოლოსწინა ადგილზე არიან.
"ფრაიბურგი" "ჰერტას" მასპინძლობს და პირველ მოგებას გეგმავს. ბერლინელებმა კარგი სტარტის შემდეგ ორი მარცხი იწვნიეს და წაგება მათაც აკრძალული აქვთ.
ტურს "შტუტგარტისა" და "აინტრახტის" მატჩი დახურავს, რომელშიც ფავორიტად უკვე შვაბები მიიჩნევიან, რადგან თომას შნაიდერის ხელში ორივე თამაში მოიგეს.
გერმანია. ბუნდესლიგა. VI ტური
გლადბახი-ბრაუნშვაიგი 4:1
21 სექტემბერი
გელზენკირხენი. "ფელტინს არენა"
შალკე-ბაიერნი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰუგლანდი, კოლასინაცი, კ. პაპადოპულოსი, ანანი, ჰუნტელაარი, ობასი - ბადშტუბერი, მ. გიოტცე, ჰოიბერგი, ხავი მარტინესი, ტიაგო ალკანტარა
სავარაუდო შემადგენლობები
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, აოგო - ნოიშტედტერი, ჰიოგერი - ფარფანი, კ. ბოატენგი, დრაქსლერი - სალაი.
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია, ჟ. ბოატენგი, დანტე, ალაბა - ლამი - რობენი, თ. მიულერი, ტ. კროოსი, რიბერი - მანჯუკიჩი.
ურთიერთშეხვედრები
სულ 86 თამაში: +18=25-43, (97:176)
ჰანოვერი-აუგსბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჩერუნდოლო, პანდერი, ნიკჩი, მ. დიუფი - ბობადილია
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +2=2-0, (6:2)
ვოლფსბურგი-ჰოფენჰაიმი 17:30
დისკვალიფიკაცია: ლუის გუსტავო - სალიჰოვიჩი
ტრავმა: დოსტი - ლუდვიგი, ვუკჩევიჩი
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +5=2-3, (24:15)
ნიურნბერგი-დორტმუნდი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფოილნერი, გებჰარტი - პიშჩეკი, გიუნდოგანი, კელი
ურთიერთშეხვედრები
სულ 62 თამაში: +13=18-31, (67:105)
მაინცი-ლევერკუზენი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კარიუსი, ბუნგერტი, კოხი, ზიმლინგი, შ. პარკერი - კასტრო, ჰეგელერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +6=3-5, (21:20)
ჰამბურგი-ვერდერი 17:30
დისკვალიფიკაცია: დი სანტო (ვერდერი
ტრავმა: დიკმაიერი, მანსიენი, რაიკოვიჩი - შმიტცი, ბარგფრედე, იუნუზოვიჩი, პ. სტევანოვიჩი, თრაიბული
ურთიერთშეხვედრები
სულ 98 თამაში: +31=33-34, (148:146)
22 სექტემბერი
ფრაიბურგი-ჰერტა 17:30
ტრავმა: ჰედენსტადი, მუიჯა, დარიდა, პილარი, ტერაცინო - ბაუმოიჰანი, მ. ნდიენგი
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +3=5-8, (17:25)
შტუტგარტი-აინტრახტი 19:30
ტრავმა: ნიდერმაიერი, დიდავი, ლაიტნერი, როხასი - ოჩიპკა, კიტელი, როზენტალი, შვეგლერი, შტენდერა
ურთიერთშეხვედრები
სულ 84 თამაში: +38=18-28, (156:138)
ბომბარდირები: 5 - ობამეიანგი (დორტმუნდი), იბიშევიჩი (შტუტგარტი), ნ. მიულერი (მაინცი); 4 - კისლინგი (ლევერკუზენი), ლევანდოვსკი (დორტმუნდი), მოდესტე (ჰოფენჰაიმი), სემი (ლევერკუზენი), ფოლანდი (ჰოფენჰაიმი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"