თუმცა ეს შეიძლება შეიცვალოს, რადგან "ლაციოს" ფორვარდმა მიროსლავ კლოზემ ტრავმა მიიღო, მანამდე კი "ფიორენტინას" შემტევი მარიო გომესი დაიმტვრა.
იოახიმ ლიოვმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე თავად ფეხბურთელს დაელაპარაკება. "კისლინგი ის ფორვარდია, რომელიც ეროვნულ ჩემპიონატში კარგ ფეხბურთს აჩვენებს. მე ვაპირებ შევხვდე მას და ზოგიერთი საკითხი ერთი-ერთზე განვიხილო".
საქმე იმაშია, რომ ბოლოს კისლინგს მოსწყინდა ცდა და
აი, რა თქვა "ლევერკუზენის" სპორტულმა დირექტორმა, წარსულში ცნობილმა ფორვარდმა რუდი ფიოლერმა: "ერთი მხრივ, ეს საკითხი უკვე ნერვებს მიშლის, რადგან სულ ამ თემაზე ლაპარაკობენ.
მეორე მხრივ, ეს მართლაც იმის ნიშანია, რომ შტეფანი შესანიშნავ ფორმაშია და ნაკრებში ყურადღებას იმსახურებს. აი, ითამაშებს თუ არა იქ, მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია", - დიპლომატიურია ფიოლერი.
ასევე იხილეთ:
მიროსლავ კლოზეს ტრავმა სერიოზულია