იოახიმ ლიოვმა ამოღერღა - შეიძლება შტეფან კისლინგი ნაკრებში მივიწვიო

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში "ლევერკუზენის" ლიდერ შტეფან კისლინგს გერმანელ ფორვარდებს შორის ყველაზე მეტი გოლი გააქვს, დღემდე იოახიმ ლიოვი მას იგნორირებას უკეთებს და ეროვნულ ნაკრებში არ ეძახის.

თუმცა ეს შეიძლება შეიცვალოს, რადგან "ლაციოს" ფორვარდმა მიროსლავ კლოზემ ტრავმა მიიღო, მანამდე კი "ფიორენტინას" შემტევი მარიო გომესი დაიმტვრა.

იოახიმ ლიოვმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე თავად ფეხბურთელს დაელაპარაკება. "კისლინგი ის ფორვარდია, რომელიც ეროვნულ ჩემპიონატში კარგ ფეხბურთს აჩვენებს. მე ვაპირებ შევხვდე მას და ზოგიერთი საკითხი ერთი-ერთზე განვიხილო".

საქმე იმაშია, რომ ბოლოს კისლინგს მოსწყინდა ცდა და
ერთხელ წამოსცდა, სანამ ლიოვი ნაკრებში იქნება, მე გერმანიის ნაკრების მაისურას არ ჩავიცვამო.

აი, რა თქვა "ლევერკუზენის" სპორტულმა დირექტორმა, წარსულში ცნობილმა ფორვარდმა რუდი ფიოლერმა: "ერთი მხრივ, ეს საკითხი უკვე ნერვებს მიშლის, რადგან სულ ამ თემაზე ლაპარაკობენ.

მეორე მხრივ, ეს მართლაც იმის ნიშანია, რომ შტეფანი შესანიშნავ ფორმაშია და ნაკრებში ყურადღებას იმსახურებს. აი, ითამაშებს თუ არა იქ, მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია"
, - დიპლომატიურია ფიოლერი.

ასევე იხილეთ:
მიროსლავ კლოზეს ტრავმა სერიოზულია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული