ანგარიში 81-ე წუთზე გაიხსნა, მას შემდეგ, რაც მატს ჰუმელსმა საჯარიმოში იუხეშა და წითელი ბარათი მიიღო - პენალტის ნიშნულიდან მაქს კრუზემ გაიტანა.
დორტმუნდელებს მალე კონტრშეტევაც გაეპარათ, რომელიც 86-ე წუთზე ხუან არანგოს პასით რაფაელმა დაასრულა.
ეს იურგენ კლოპის გუნდის პირველი მარცხი იყო ჩემპიონატში. დორტმუნდის "ბორუსიას" 19 ქულა დარჩა, ხოლო გლადბახის "ბორუსიას", რომელსაც ლუსიენ ფავრი თავკაცობს, 13 გაუხდა და მე-4 ადგილზე გადავიდა.
იურგენ კლოპი (დორტმუნდი): "თვითკრიტიკულები ვართ და ვიცით, რომ
ჩვენ ღია თამაში გავაჩაღეთ და ამან გლადბახელებს შანსი მისცა. უჩვეულო თამაში იყო - დიდი ხანი მაგრად ვთამაშობდითY, მეტოქე დავპრესეთ, მაგრამ ვერ გავიტანეთ.
10 კაცით დარჩენის მერე ძნელი იყო, ამიტომაც გავუშვით მეორე გოლიც".