რეკორდმაისტერის შეფების ნერვიულობა ლოგიკურია - ალაბას არაერთი მთხოვნელი გამოუჩნდა და თანაც, მხოლოდ ტოპ-კლუბები ეპატიჟებიან. თუმცა ავსტრიელმა მარცხენა მცველმა, რომელსაც საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზეც შეუძლია თამაში, ზაფხულში თქვა, რომ პირველ რიგში, "ბაიერნის" შეფებს დაელაპარაკება.
შეგახსენებთ, რომ ალაბამ "ბაიერნის" ფორმით პირველად 2010 წელს, ლუის
შვაინი: ლამი მაგარი საყრდენი გამოდგა
რაკი "ბაიერნის" ესპანელი ნახევარმცველები, ხავი მარტინესი და ტიაგო ალკანტარა ტრავმირებულები არიან, ხოსეპ გვარდიოლა 4-1-4-1 ტაქტიკურ სქემაში ერთადერთი კლასიკური ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე ფილიპ ლამს ათამაშებს და კაპიტანი, რომლის ადგილი მარჯვენა მცველის პოზიციაზეა, საქმეს თავს ნახევარდაცვის ცენტრშიც ძალიან კარგად ართმევს.
რეკორდმაისტერის ვიცე-კაპიტან ბასტიან შვაინშტაიგერის აზრით, ლამი შესანიშნავი საყრდენი ნახევარმცველი გამოდგა და შესაძლებელია, რომ ამ პოზიციაზე თამაშზე უფრო სერიოზულადაც იფიქროს:
"ფილიპი "ექვსიანის" ფუნქციებს იდეალურად ასრულებს. მისი გამოყენება ამ პოზიციაზე ნებისმიერ დროს თამამად შეიძლება. თუმცა გერმანიის ნაკრებში "ბაიერნის" თამაშის სტილის გადატანა არც ისე ადვილია, ბუნდესგუნდს სხვანაირი ტიპის საყრდენები სჭირდება. ასე რომ, არა მგონია, ნაკრებში ლამის საყრდენად გამწესება კარგი იდეა იყოს. თანაც, თვითონ ფილიპს დაცვის მარჯვენა ფლანგზე თამაში ურჩევნია," - უთხრა შვაინშტაიგერმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.
აქვე გეტყვით, რომ თუ 29 წლის შვაინი ირლანდიასთანაც ითამაშებს და შვედეთთანაც, გერმანიის ნაკრებში 100 მატჩი დაუგროვდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"