არიენ რობენი: რა ვერ გაიგეთ?! "ბაიერნი" მეორე "ბარსელონა" არაა!

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ვინგერმა არიენ რობენმა განაცხადა, რომ მიუნხენელები არ აპირებენ "ბარსელონას" სათამაშო სტილის გადმოღებას.

მისი თქმით, ისინი საკუთარ სათამაშო ფილოსოფიას ქმნიან.

"ბაიერნში" ხოსეპ გვარდიოლას მისვლის შემდეგ, რომელიც "ბარსელონას" ხელმძღვანელობდა და გუნდში სათამაშო სტილი "ტიკი-ტაკა" დანერგა, გაჩნდა ჭორები, რომ სპეციალისტი გერმანულ გუნდშიც იგივეს იზამდა.

თუმცა "ბუნდესგუნდის" ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა არიენ რობენმა ეს ჭორები უარყო.

"ბაიერნი" მეორე "ბარსელონა" არაა. შედარება ლოგიკურია, მაგრამ აქცენტი საკუთარ თავზე უნდა გავაკეთოთ.

ჩვენ ვართ "ბაიერნი"! ჩვენ არ გვყავს ჩავი, არ გვყავს მესი, მაგრამ ჩვენთან სხვა დიადი
ფეხბურთელები თამაშობენ.

მწვრთნელს გარკვეული ფილოსოფია გააჩნია და ცდილობს, ის ჩვენამდე მოიტანოს. ის იგივეს "ბარსელონაში" აკეთებდა, ხოლო ახლა ამის გაკეთებას "ბაიერნში" ცდილობს.

"ბარსელონას" სტილში არ ვთამაშობთ, საკუთარი სტილი გვაქვს, ხოლო გვარდიოლა საკუთარი ხედვით მასზე საუკეთესო გავლენას ახდენს"
, - თქვა რობენმა.

ამ დროისთვის "ბაიერნი" ბუნდესლიგაში და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ლიდერობს.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
დიდი ბოდიში, ბატონო ავტორო, მაგრამ ვინგერი რას ნიშნავს?
giorgipirweli
16:59 09-10-2013
0
ფრთის მოთამაშე, ინგლისური სიტყვიდან – wing:)
პარმენი
18:19 09-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული