იოახიმ ლიოვი გერმანიის ნაკრების სათავეში 2016 წლამდე იქნება

AutoSharing Option
გერმანიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

53 წლის სპეციალისტის ახალი ხელშეკრულება 2016 წლამდეა გათვალისწინებული. გარდა ამისა, ახალი კონტრაქტები გერმანიის ნაკრებთან გუნდის მენეჯერმა ოლივერ ბირჰოფმა და მეკარეების მწვრთნელმა ანდრეას კეპკემ გააფორმეს.

შეგახსენებთ, რომ ბუნდესნაკრებმა 2014 წელს ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური C ჯგუფში მოიპოვა, სადაც 10 შეხვედრაში 28 ქულა აიღო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული