დორტმუნდის "ბორუსია": იურგენ კლოპი იბრაჰიმოვიჩზე ოცნებობს

AutoSharing Option
6 ნოემბერს დორტმუნდის "ბორუსია" ჩემპიონთა ლიგაში ლონდონის "არსენალს" მასპინძლობს და ამ მატჩთან დაკავშირებით, ინგლისურ პრესაში დორტმუნდელთა მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის ინტერვიუ გამოქვეყნდა.

46 წლის სპეციალისტმა განაცხადა, რომ ექსტრავაგანტური ფეხბურთელების ფანია.

"ფეხბურთი, ყველაფერთან ერთად, შოუცაა, შოუს კი ექსტრავაგანტური მოთამაშეები ქმნიან.

მე თუ მკითხავთ, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას ახლა ზლატან იბრაჰიმოვიჩი იმსახურებს. ბევრი მწვრთნელისგან მომისმენია, ზლატანთან ვერ ვიმუშავებდითო, მე კი მასთან დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი.

იბრა შეუდარებელია და 32 წლის ასაკში უმაღლეს დონეზე თამაშობს. თუ "დორტმუნდში" გადმოვა, შემიძლია, ჩემი პარკინგის ადგილიც კი დავუთმო",
- უთხრა კლოპმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს და ამით ზლატანის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც შვედმა თავის პარიზელ თანაგუნდელებს მიმართა, თუ მომინდება, მანქანას პირდაპირ გასახდელში დავაპარკინგებო.

კითხვაზე, ააწყობდა თუ არა ურთიერთობას ზლატანთან, კლოპი ასე პასუხობს:

"აუცილებლად! იმიტომ, რომ გიჟ ფეხბურთელებს მე ყოველთვის ძალიან მოვწონდი, ოღონდ არ ვიცი, რატომ".


კლოპმა ლონდონის "არსენალზე" და მის თავკაც არსენ ვენგერზეც ისაუბრა:

"ვენგერი ძალიან მიყვარს, არსენი ჩემთვის სერია. მასაც უყვარს, როცა ფეხბურთელები ბურთს ფლობენ და ფეხბურთს თამაშობენ.

"არსენალი" ორკესტრივითაა, ოღონდ მშვიდი ორკესტრია. მე კი ჰევი მეტალი მიყვარს!

ფეხბურთელში, პირველ რიგში, ბრძოლის უნარს ვაფასებ. მიყვარს, როცა წვიმს და ფეხბურთელები ტალახში იბრძვიან".


სხვათა შორის, 6 ნოემბერს დორტმუნდში წვიმაა გამოცხადებული...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იურგენ კლოპი "დორტმუნდში" 2018 წლამდე!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული