როგორც იცით, ამ დღეებში "ბორუსიაში" სინჯებზე ზაფხულის მერე უკლუბოდ დარჩენილი მანუელ ფრიდრიხი იმყოფებოდა. როგორც ჩანს, მან კლოპს თავი მოაწონა - დორტმუნდელებმა 34 წლის ფრიდრიხს სეზონის ბოლომდე კონტრაქტი გაუფორმეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი შანსია, მანუელი პირდაპირ "ბაიერნთან" უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ვიხილოთ.
რეკორდმაისტერთან დუელისთვის კლოპს ახლა სამი ვარიანტი აქვს: დაცვის ცენტრში, სოკრატისის გვერდით ან ფრიდრიხი უნდა ათამაშოს, ან რომელიმე ახალგაზრდა და
მანუელ ფრიდრიხს დიდი ფეხბურთი ზაფხულის შემდეგ აღარ უთამაშია - უკლუბოდ იყო, თუმცა ფორმას ინარჩუნებდა. მას გერმანიის ნაკრებში ცხრა შეხვედრა აქვს ჩატარებული, ბუნდესლიგაში კი 247 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი.
"ძალიან მიხარია, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" ფორმის მორგების შანსი მომეცა. აქამდე დორტმუნდის გენიალურ სტადიონზე ყოველთვის სტუმარი ვიყავი ხოლმე, ახლა კი აქაური გავხდი, რაც ჩემთვის დიდი პატივია. ვეცდები, იურგენ კლოპს და "ბორუსიას" ქომაგებს იმედები არ გავუცრუო," - განაცხადა ფრიდრიხმა, რომლის კონტრაქტს ვადა 2014 წლის 30 ივნისამდე აქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"დორტმუნდი" შოკშია: ჰუმელსი დაშავდა და შმელცერიც!