"დიახ, ტურინში მოლაპარაკებები გავმართე. "იუვენტუსის" ხელმძღვანელებმა სათანამშრომლო საკითხებზე მოსალაპარაკებლად მიმიწვიეს. ვისაუბრეთ თანამშრომლობის ყველა შესაძლო ვარიანტზე და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ შევთანხმდებით," - უთხრა აიხინმა "ბილდს".
"იუვენტუსი" ბუნდესლიგაში პარტნიორობისთვის კლუბს ეძებს. ტურინულ კლუბს უნდა, რომ გერმანიაში ჰყავდეს მეგობარი გუნდი, სადაც იმ ფეხბურთელებს გაანათხოვრებს, რომლებიც "იუვენტუსში" ვერ
ამიტომაც გამოიკვეთა თანამშრომლობის ისეთი სახე, რომლის ფარგლებშიც "იუვე" თავის მოთამაშეებს "ვერდერში" გაანათხოვრებს. ამჟამად "იუვეს" სხვადასხვა კლუბში 24 ფეხბურთელი ჰყავს განათხოვრებული - მათ შორისაა, მაგალითად, შვეიცარიის ნაკრების მოთამაშე, 27 წლის რეტო ციგლერი. ცხადია, რომ "ვერდერს" ციგლერის დარი ან ახალგაზრდა და დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელები გამოადგება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"