არიენ რობენი: "ბორუსიასთან" თამაში ყოველ კვირა მინდა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა არიენ რობენმა დორტმუნდის "ბორუსიასთან" (3:0) გერმანიის ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ჰოლანდიელი ფეხბურთელის თქმით, მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა ჰქონდა.

"ბორუსიასთან" თამაში ყოველ კვირა მინდა. მსგავსი შეხვედრები ძალიან მომწონს. ბრწყინვალე სტადიონი, ფანტასტიკური ატმოსფერო და რთული მეტოქე - რა შეიძლება კიდევ ინატრო?

"ბაიერნმა" წინ დიდი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, როცა ანგარიში 1:0 იყო, "ბორუსიას" ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი ჰქონდა. ასეთ მომენტებში თავი არ უნდა დავკარგოთ",
- თქვა რობენმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული