ჰოლანდიელი ფეხბურთელის თქმით, მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა ჰქონდა.
"ბორუსიასთან" თამაში ყოველ კვირა მინდა. მსგავსი შეხვედრები ძალიან მომწონს. ბრწყინვალე სტადიონი, ფანტასტიკური ატმოსფერო და რთული მეტოქე - რა შეიძლება კიდევ ინატრო?
"ბაიერნმა" წინ დიდი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, როცა ანგარიში 1:0 იყო, "ბორუსიას" ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი ჰქონდა. ასეთ მომენტებში თავი არ უნდა დავკარგოთ", - თქვა რობენმა.