დავიდ ალაბა 2018 წლამდე "ბაიერნში" რჩება

AutoSharing Option
21 წლის ავსტრიელმა ფეხბურთელმა დავიდ ალაბამ მიუნხენის "ბაიერნთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა - ძველ ხელშეკრულებას ვადა 2015 წლამდე ჰქონდა, ახალი კი 2018 წლის ივნისამდე გაფორმდა.

რეკორდმაისტერის ხელმძღვანელების მიზანი ახლა ტონი კროოსის, ჟერომ ბოატენგისა და არიენ რობენის ხელშეკრულებების განახლება უნდა იყოს.

დავიდ ალაბას 21 წლის ასაკში გერმანიის ჩემპიონატი და თასი ორჯერ აქვს მოგებული, წინა სეზონში კი ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. ამასთან, ალაბა 2011 და 2012 წლებში ავსტრიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, წელს კი სულაც წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდება მიანიჭეს.

ალაბა "ბაიერნში" 2008 წელს,
ვენის "აუსტრიიდან" გადავიდა - ჯერ 19-წლამდელთა რეკორდმაისტერში თამაშობდა, 2010 წლიდან კი "ბაიერნის" პირველი გუნდის წევრია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული