მე-17 წუთზე მასპინძლები სვენ შიპლოკმა დააწინაურა, რომელმაც მეკარესთან პირისპირ გასვლა გამოიყენა.
37-ე წუთზე კევინ ფოლანდმა ანგარიში 2:0 გახადა, თუმცა 44-ე წუთზე მეკარისა და მასპინძელი მცველების ბრიყვული შეცდომის წყალობით პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ერთი გოლი გაქვითა.
67-ე წუთზე ნური შაჰინმა მარცხნიდან ჩააწოდა, ლუკაშ პიშჩეკს მეკარე გრაალმა თავური აუღო, მაგრამ პიშჩეკმა დამატებაზე იყოჩაღა და "დორტმუნდი" მარცხისგან იხსნა.
იურგენ კლოპი (დორტმუნდი): "ჰოფენჰაიმმა" უამრავი მომენტის შექმნის საშუალება მოგვცა. მართლა შეგვეძლო მოგება, თანაც ასე 7:3, მაგრამ ვერ მოვახერხეთ".