თავად კელერმაც თქვა, მე თვითონაც მიკვირს, ამ პოსტზე ამდენ ხანს რომ გავძელიო - შეგახსენებთ, რომ შარშან მისი დანიშვნა მხოლოდ და მხოლოდ დროებითი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ იენსი თანამდებობაზე შემორჩა.
ითქვა, რომ ბუნდესლიგის პირველი წრის ბოლო შეხვედრა "ნიურნბერგთან" კელერისთვისაც ბოლო იქნებოდა "შალკეს" მთავარი
თუმცა ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, 52 წლის შააფი "შალკეში" დანიშვნის კანდიდატად რჩება. მასთან შეთანხმება გელზენკირხენული კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კლემენს ტიონიესმა უარყო: "არა, ახალი არაფერია და არ ვიცი, საიდან მოიტანა პრესამ ცნობა იმის შესახებ, რომ თითქოს თომას შააფთან ყველაფერზე შევთანხმდით," - უთხრა ტიონიესმა "კიკერს".
43 წლის კელერმა "შალკე" ზუსტად ერთი წლის წინათ ჩაიბარა და მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჰუუბ სტევენსი შეცვალა. მას მერე გელზენკირხენულმა კლუბმა ოფიციალური მატჩების თითქმის ნახევარი მოიგო - 47 თამაში, 23 მოგება, 9 ფრე, 15 მარცხი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"შალკეში" თომას შააფი ახსენეს