ბრემენის "ვერდერის" მთავარ მწვრთნელად ლუი ვან გაალის კანდიდატურაც განიხილება

AutoSharing Option
"ვერდერის" ხელმძღვანელობა კვლავაც ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია. გერმანული მედიის ცნობით კი, ბრემენულ გუნდში მთავარი მწვრთნელობის კანდიდატად, სხვებთან ერთად, "მანჩესტერ იუნაიტედის", "ბარსელონასა" და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი თავკაცი ლუი ვან გაალიც განიხილება.

ვან გაალის გარდა, "ვერდერი" ანდრე ბრაიტენრაიტერთან, მირკო სლომკასთან, ანდრეას ჰერცოგსა და თომას შააფთანაც თათბირობს.

ვან გაალს ბუნდესლიგაში უწინ უმუშავია. 2009-2011 წლებში ის მიუნხენის "ბაიერნს" ედგა სათავეში. 2009/10 წლების სეზონში გუნდმა ბუნდესლიგა და გერმანიის თასი მოიგო, ჩემპიონთა ლიგაში კი ფინალი დათმო მილანის "ინტერთან" (0:2).

"ვერდერმა" ბუნდესლიგაში ჩატარებული IV ტურის შემდეგ მთავარი
მწვრთნელი ვიქტორ სკრიპნიკი ცუდი შედეგების გამო დაითხოვა. გუნდს ქულა არ აქვს და სატუნრირო ცხრილში ბოლო ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული