ტონი კროოსი - ბო­ლოს­წი­ნა პა­სე­ბის ოს­ტა­ტი

AutoSharing Option
ტონი კროოსი "ბაიერნში" წინა, ტრიუმფალურ სეზონშიც ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო და მიუხედავად ამისა, ექსპერტები ხოსეპ გვარდიოლას ფორმაციის "ბაიერნში" მის მომავალს მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ.

მაგრამ კროოსი მიუნხენური გრანდისთვის ახლა, პეპის ხელში უფრო სასარგებლოა, ვიდრე იუპ ჰაინკესის დროს იყო.

ამას წი­ნათ, "ბა­ი­ერ­ნ­მა" "ბრა­უნ­შ­ვა­იგს" 2:0 რომ მო­უ­გო, იმ მატ­ჩის გმი­რი არი­ენ რო­ბე­ნი გახ­და (დუბ­ლი შე­ას­რუ­ლა) და ჰო­ლან­დი­ელს მე­ო­რე გო­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით ეფექ­ტუ­რი გა­მო­უ­ვი­და, რა­ზეც ჩვე­ნი გერ­მა­ნე­ლი კო­ლე­გე­ბი წერ­დ­ნენ, კლა­სი­კუ­რი რო­ბე­ნი­სე­უ­ლი გო­ლი ვნა­ხე­თო, მაგ­რამ სა­ნამ ბურ­თი არი­ენს მი­უ­ვი­დო­და, კლა­სი­კუ­რი კრო­ო­სი­სე­უ­ლი პა­სიც ვნა­ხეთ.

ტო­ნიმ
რო­ბენს უზუს­ტე­სი, 40-მეტ­რი­ა­ნი დი­ა­გო­ნა­ლუ­რი გა­და­ცე­მა გა­უ­ჭი­მა. თუმ­ცა სტა­ტის­ტი­კო­სებ­მა იმ შეხ­ვედ­რა­ში ტო­ნი კრო­ო­სის მხო­ლოდ და მხო­ლოდ მე­ო­რე სა­გო­ლე პა­სი აღ­ნუს­ხეს. ბუნ­დეს­ლი­გის მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში, რასაკ­ვირ­ვე­ლია...

Sportall.Ge

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ბო­ლოს­წი­ნა პა­სე­ბი
დაგ­ვე­თან­ხ­მე­ბით, რომ ეს ნამ­დ­ვი­ლად არ არის ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გი შემ­ტე­ვი ნა­ხე­ვარ­მ­ც­ვე­ლის­თ­ვის (3 სა­გო­ლე პა­სი 15 ტუ­რის შემ­დეგ ბუნ­დეს­ლი­გა­ში, 4 ყვე­ლა ტურ­ნი­რზე ერ­თად) და თა­ნაც ისეთ გუნ­დ­ში, რო­­გო­რიც "ბა­ი­ერ­ნია" (39 გო­ლი 15 ტუ­რის შემ­დეგ).

თუმ­ცა, რო­ცა კრო­ოს­ზე და კერ­ძოდ შე­ტე­ვა­ში მის პო­ტენ­ცი­ალ­ზე ვსა­უბ­რობთ, მხო­ლოდ სა­გო­ლე პა­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე ლა­პა­რა­კი არას­წო­რია.

ტო­ნი კრო­ო­სის ამო­ცა­ნა ხო­სეპ გვარ­დი­ო­ლას ფორ­მა­ცი­ის "ბა­ი­ერ­ნ­ში" არა ბო­ლო, არა­მედ ბო­ლოს­წი­ნა პა­სე­ბის ჩა­მო­რი­გე­ბაა, ამ მხრივ კი ტო­ნის ბრწყინ­ვა­ლე შე­დე­გე­ბი აქვს. კრო­ო­სი ისე­თი პა­სე­ბის კა­ცია, რო­გო­რიც, მა­გა­ლი­თად, მოს­კოვ­ში მის­ცა თო­მას მი­უ­ლერს, ამ უკა­ნას­კ­ნელ­მა კი უკ­ვე სა­გო­ლე გა­და­ცე­მა გა­უ­კე­თა რო­ბენს.

კრო­ო­სი სიღ­რ­მი­დან გა­კე­თე­ბუ­ლი ან გა­სა­კე­თე­ბე­ლი გა­დამ­წყ­ვე­ტი პა­სე­ბის შე­მოქ­მე­დია. ასეთ პა­სებს კი სტა­ტის­ტი­კო­სე­ბი, რა­ტომ­ღაც, არ ით­ვ­ლი­ან ხოლ­მე.

Sportall.Ge

არც გო­ლე­ბი...
კი­დევ ერ­თი საყ­ვე­დუ­რი, რომ­ლის მოს­მე­ნაც ტო­ნის კრი­ტი­კო­სე­ბის­გან ხში­რად უწევს, ისაა, რომ ცო­ტა გო­ლი გა­აქვს. ამ სე­ზონ­შიც კი, რო­ცა "ბა­ი­ერ­ნი" ქვას ქვა­ზე არ ტო­ვებს, კრო­ო­სის ან­გა­რიშ­ზე 23 ოფი­ცი­ა­ლურ მატ­ჩ­ში ერ­თა­დერ­თი გო­ლია, რო­მე­ლიც "ლე­ვერ­კუ­ზენს" (1:1) გა­უ­ტა­ნა.

"მე­ტი გო­ლი რომ გა­ვი­ტა­ნო, ამის­თ­ვის უფ­რო ეგო­ის­ტუ­რად უნ­და ვი­თა­მა­შო, - აცხა­დებს კრო­ო­სი "კი­კე­რის­თ­ვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, - მაგ­რამ მე ჩემს თა­მაშს არა გო­ლე­ბი­სა და სა­გო­ლე პა­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით, არა­მედ ჩე­მი პა­სე­ბის სი­ზუს­ტით ვა­ფა­სებ."

ტო­ნი კრო­ო­სი არ არის ისე­თი სპრინ­ტე­რი და დრიბ­ლი­ო­რი, რო­გო­რე­ბიც ფრანკ რი­ბე­რი, ან მი­სი თა­ნა­მე­მა­უ­ლე­ე­ბი, მარ­კო რო­ი­სი და ან­დ­რე ში­ურ­ლე არი­ან. ის, უბ­რა­ლოდ, მე­პა­სეა - ნა­ხე­ვარ­მ­ც­ვე­ლი, რო­მელ­მაც თა­მა­ში უნ­და მარ­თოს, ააწყოს და აკონ­ტ­როლოს.

გვარ­დი­ო­ლას ტაქ­ტი­კის­თ­ვის ზედ­გა­მოჭ­რი­ლი
Sportall.Geამ მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბით კრო­ო­სი იდე­ა­ლუ­რად შე­ე­ფე­რე­ბა გვარ­დი­ო­ლას სა­ფეხ­ბურ­თო ფი­ლო­სო­ფი­ას, ტაქ­ტი­კას და სტრა­ტე­გი­ას. ეს ახ­ლა, უშუ­ა­ლოდ სე­ზო­ნის დაწყე­ბის შემ­დეგ გა­მოჩ­ნ­და, მა­ნამ­დე კი 23 წლის ტო­ნის პე­პის ხელ­ში ბევ­რი ჩა­ვარ­დ­ნას უწი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლებ­და.

ექ­ს­პერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დობ­დ­ნენ, რომ კრო­ოსს "ბა­ი­ერ­ნის" ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მოხ­ვედ­რა გა­უ­ჭირ­დე­ბო­და, რაც მა­რიო გი­ოტ­ცე­სა და ტი­ა­გო ალ­კან­ტა­რას ტრან­ს­ფე­რე­ბი­თაც იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი და იმი­თაც, რომ კრო­ო­სი წი­ნა სე­ზო­ნის დას­კ­ვ­ნით ფა­ზა­ში ტრავ­მი­რე­ბუ­ლი იყო.

ტო­ნი ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მე­ოთხედ­ფი­ნალ­ში, "იუვენ­ტუს­თან" და­შავ­და და ნა­ხე­ვარ­მ­ც­ველს, რო­მელ­საც იუპ ჰა­ინ­კე­სი "ათი­ა­ნის" პო­ზი­ცი­ა­ზე ათა­მა­შებ­და, იმ სე­ზონ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი მატ­ჩი აღარც ჩა­უ­ტა­რე­ბია.

მის გა­რე­შე ჩა­ი­ა­რა "უემ­ბ­ლი­ზე" გა­მარ­თულ­მა ფი­ნალ­მაც, რომ­ლის გმი­რი არი­ენ რო­ბე­ნი გახ­და - რო­ბე­ნი, რო­მელ­მაც მა­შინ "ბა­ი­ერ­ნის" ძი­რი­თად­ში სწო­რედ კრო­ო­სის ად­გი­ლი (ოღონდ, არა კრო­ო­სის პო­ზი­ცია) და­ი­კა­ვა.

გვარ­დი­ო­ლას ხელ­ში სას­ტარ­ტო­ში თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბას მას არც ჩვე­ნი გერ­მა­ნე­ლი კო­ლე­გე­ბი უწი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლებ­დ­ნენ, მაგ­რამ თა­ვად ტო­ნიმ მი­ნი­მუმ კლუ­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებ­თან სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ იცო­და, რომ ახა­ლი სე­ზო­ნის­თ­ვი­საც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ფი­გუ­რად მო­ი­აზ­რებ­დ­ნენ და თა­ვად ის­ღა დარ­ჩე­ნო­და, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი უკ­ვე პე­პის­თ­ვის და­ემ­ტ­კი­ცე­ბი­ნა.

"რო­ცა პრე­სას ვეც­ნო­ბო­დი, ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბო­და, რომ ყვე­ლას და­ა­ვიწყ­და, რო­გორ ვთა­მა­შობ­დი აპ­რი­ლამ­დე, სა­ნამ ტრავ­მას მი­ვი­ღებ­დი.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ვა­რა­უ­დობ­დ­ნენ, რომ "ბა­ი­ერ­ნი­დან" წას­ვ­ლა მო­მი­წევ­და. მე კი ვი­ცო­დი, რომ ასე არ მოხ­დე­ბო­და, რად­გან ჩემ­თ­ვის ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ად­გი­ლი არც იუპ ჰა­ინ­კესს უჩუქ­ნია..." - ამ­ბობს კრო­ო­სი დღეს.

შთამ­ბეჭ­და­ვი სტა­ტის­ტი­კა
ფაქ­ტია, რომ კრო­ო­სის რო­ლი "ბა­ი­ერ­ნ­ში" მწვრთნე­ლის შეც­ვ­ლას­თან ერ­თად, ოდ­ნავ შე­იც­ვა­ლა.

ჰა­ინ­კე­სის ხელ­ში რე­კორ­დ­მა­ის­ტე­რი ორი საყ­რ­დე­ნით თა­მა­შობ­და, გვარ­დი­ო­ლამ კი გუნ­დი 4-1-4-1 სქე­მა­ზე გა­და­აწყო და ტო­ნის შემ­ტე­ვი ნა­ხე­ვარ­მ­ც­ვე­ლე­ბის ოთხე­უ­ლის ცენ­ტ­რ­ში ამ­წე­სებს ხოლ­მე, რის გა­მოც კრო­ო­სი უფ­რო ხში­რად ფლობს ბურთს, ვიდ­რე ჰა­ინ­კე­სის დროს ფლობ­და.

სტა­ტის­ტი­კო­სებს მას ამ დრო­ის­თ­ვის, სა­შუ­ა­ლოდ ერთ მატ­ჩ­ში ბურ­თ­თან 98 კონ­ტაქ­ტი და­უთ­ვა­ლეს. ცნო­ბი­სათ­ვის, წი­ნა სე­ზონ­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 77 იყო.

სა­ერ­თო ჯამ­ში, ბუნ­დეს­ლი­გის მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში, მას 953 პა­სი აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და 91.8-პრო­ცენ­ტი­ა­ნი სი­ზუს­ტით გა­მო­ირ­ჩე­ვა. სა­შუ­ა­ლოდ ერთ შეხ­ვედ­რა­ში კი 80-ზე მეტ პასს აკე­თებს და ცნო­ბი­სათ­ვის, წი­ნა სე­ზონ­ში მის ან­გა­რიშ­ზე 24 მატ­ჩ­ში 1266 პა­სი იყო - სა­შუ­ა­ლოდ ერთ მატ­ჩ­ში 59.2 პა­სი. რო­გორც ხე­დავთ, პროგ­რე­სი თვალ­სა­ჩი­ნოა.

კრო­ოს­მა პა­სე­ბის სი­ზუს­ტე მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა. თუ­კი წი­ნა სე­ზონ­ში მი­სი პა­სე­ბის სი­ზუს­ტის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 89.7 პრო­ცენ­ტი იყო, ახ­ლა უკ­ვე 91.8 პრო­ცენ­ტია (სა­კუ­თარ მო­ე­დან­ზე 95.8% იყო, ახ­ლა 97.4%; მე­ტო­ქის ნა­ხე­ვარ­ზე 87% იყო, ახ­ლა - 88.9 პრო­ცენ­ტია). რაც ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვია, მი­სი პა­სე­ბის სი­ზუს­ტის კვო­ტა მო­ედ­ნის ბო­ლო, ყვე­ლა­ზე წი­ნა მე­სა­მედ­ში 84.9 პრო­ცენ­ტია, რაც ბუნ­დეს­ლი­გა­ში სა­უ­კე­თე­სო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გახ­ლავთ.

ტო­ნი კრო­ო­სი უაღ­რე­სად სა­ჭი­რო კა­ცია გერ­მა­ნი­ის ნაკ­რებ­შიც. მა­გა­ლი­თად, კრო­ო­სი ბუნ­დეს­გუნ­დის ერ­თა­დერ­თი ფეხ­ბურ­თე­ლია, რო­მელ­მაც იტა­ლი­ას­თან და ინ­გ­ლის­თან ტესტ-მატ­ჩებ­ში შე­უც­ვ­ლე­ლად ითა­მა­შა. თუმ­ცა ევ­რო­პის 2012 წლის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ბუნ­დეს­მ­წ­ვ­რ­თ­ნე­ლი იოახიმ ლი­ო­ვი სხვებს უფ­რო ენ­დო­ბო­და, კრო­ო­სი კი უმე­ტე­სად სკამ­ზე ჰყავ­და და ძი­რი­თად­ში მხო­ლოდ ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში, იტა­ლი­ას­თან გა­ამ­წე­სა და ტო­ნი იმ მატ­ჩ­ში ლი­ო­ვის არას­წორ ტაქ­ტი­კას შე­ე­წი­რა.

გვარ­დი­ო­ლა ტო­ნი­ზე დიდ იმე­დებს ამ­ყა­რებს. შე­სა­ბა­მი­სად, "ბა­ი­ერ­ნის" ბო­სებს ტო­ნის­თ­ვის ახა­ლი კონ­ტ­რაქ­ტის გა­ფორ­მე­ბა უნ­დათ (აქ­ტუ­ა­ლურ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ვა­და 2015 წელს გას­დის). თუ იმას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ "ბა­ი­ერ­ნ­ში" დარ­ჩე­ნა თა­ვად კრო­ოს­საც უნ­და, წე­სით, ახა­ლი კონ­ტ­რაქ­ტის გა­ფორ­მე­ბა მხო­ლოდ დრო­ის ამ­ბა­ვი უნ­და იყოს.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული