გერმანია. ბუნდესლიგა. XVII ტური: კიდევ კარგი, ზამთარია [VIDEO]

AutoSharing Option
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზამთრის არდადეგებმა დორტმუნდის "ბორუსიას" სულზე მიუსწრო. იურგენ კლოპის შეგირდებმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მეხუთე მარცხი იწვნიეს და გერმანიის ჩემპიონატის პირველი წრე მეოთხე ადგილზე დაასრულეს ("ბორუსიას" "გლადბახმაც" გადაასწრო). ზამთრის პაუზა რომ არ იწყებოდეს, დორტმუნდელები იმდენად ცუდ დღეში არიან, მეოთხე ადგილსაც დაკარგავდნენ.

არადა, 2013 წელი "ბორუსიასთვის" წარმატებული იყო - მართალია, გერმანიის ჩემპიონი ვეღარ გახდა, მაგრამ ვიცე-ჩემპიონობაც საქმეა და არც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა უნდა დაგვავიწყდეს.

აი, წლის ბოლო კი "დორტმუნდისთვის" ძალიან მწარე გამოდგა, რომელიც წამყვანი ფეხბურთელების ერთმანეთზე მიყოლებით დაშავებით
დაიწყო და შაბათს ბერლინის "ჰერტასთან" საშინაო მარცხით დაგვირგვინდა. ეს იყო "ბორუსიას" ზედიზედ მესამე (!) წაგება საკუთარ კედლებში "ბაიერნთან" (0:3) და "ლევერკუზენთან" (0:1) დამარცხების შემდეგ.

კლოპი გამწარებულია! საქმე იმაშია, რომ მას მერე, რაც "დორტმუნდს" ავარჯიშებს, პირველ წრეში 5 თამაში პირველად წააგო! ზედიზედ სამი საშინაო მარცხი კი "დორტმუნდმა" ბუნდესლიგაში ბოლოს 13 წლის წინათ განიცადა. ცხადია, კომენტარი ზედმეტია.

"2013 წლის ბოლო მესამედში მხოლოდ ერთი რამ მოხდა კარგი - როგორც იქნა, ეს დეკადა დამთავრდა! ეს იყო წელი, რომელიც ჩვენთვის ძალიან კარგად დაიწყო და ძალიან ცუდად დამთავრდა. იმედი მაქვს, რომ ზამთარში წლის ბოლოს მიღებულ იარებს მოვიშუშებთ,
" - აღნიშნა კლოპმა.

გერმანიის ჩემპიონობაზე ფიქრი დორტმუნდელებმა ჯერ კიდევ ხუთი ტურის წინ, "ბაიერნთან" განადგურების შემდეგ შეწყვიტეს, თუმცა მერე ისე ცუდად წაუვიდათ საქმე, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურზეც კი უნდა ინერვიულონ. თანაც, ილქაი გიუნდოგანი, ნევენ სუბოტიჩი, მატს ჰუმელსი და მარსელ შმელცერი ლაზარეთში რჩებიან.

თუმცა კლოპი მომავალს და 2014 წელს ოპტიმისტურად უყურებს: "ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ მომდევნო წელი დორტმუნდის "ბორუსიას" ისტორიაში საუკეთესო იყოს," - ცხადია, რომ იურგენი ჩემპიონთა ლიგას გულისხმობს, რომლის მერვედფინალში "ბორუსია" სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" უნდა შეხვდეს (მატჩები - 25 თებერვალს და 19 მარტს).

ამ "ჰერტას" ბევრი შესძლებია
"ჰერტა" ამ სეზონში აქამდეც კარგად თამაშობდა და ყველას აოცებდა, დორტმუნდში მოპოვებული დამსახურებული გამარჯვებით კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. რაც ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა და წინა გვერდებზეც წაიკითხავდით, ბერლინელთა 50 წლის მწვრთნელმა იოს ლუჰუკაიმ ვეტერანი ქართველი ლევან კობიაშვილი 90 წუთი ათამაშა და თანაც, დაცვის ცენტრში! "ბილდმა" ლევანის თამაში 2 ბალით შეაფასა, რაც ძალიან კარგი შედეგია (საუკეთესო შეფასება ერთიანია, ყველაზე ცუდი - ექვსიანი).

ჰოლანდიელმა სპეციალისტმა კობის და სხვა შეგირდებს აქტიური პრესინგის თამაში დაავალა და სწორედ ამან გამოიღო შედეგი გადამწყვეტ მომენტში: ბერლინელთა პრესინგის გამო ბურთის ფლობისას დორტმუნდელი მცველები იწნეხებოდნენ - სწორედ ამ წნეხს ვერ გაუძლო და საბედისწეროდ შეცდა "ბორუსიას" ახალგაზრდა ცენტრალური მცველი მარიან ზარი, ბურთი დაკარგა და რომან ვაიდენფელერის კარის ბადეც შეირხა.

აღსანიშნავია, რომ "ჰერტასაც" ჰყავდა 18 წლის ფეხბურთელი და, თანაც, მეკარე - მარიუს გერსბეკი, რომელმაც მთელი მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა და მხოლოდ სიხარულზე ეტყობოდა, რომ ბუნდესლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა. ამ გამარჯვების შედეგად "ჰერტამ" პირველი წრე საუკეთესო ექვსეულში დაასრულა, ექვსეული კი, მოგეხსენებათ, ევროპალიგის ზონაა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ვერდერმა" ფეხი გამოყო
როგორც იცით, მიუნხენის "ბაიერნს" ამ უქმეებზე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალი ჰქონდა, რომელიც მოიგო კიდეც - ნელ-ნელა შეიძლება იმაზე ფიქრი, რომ უეფამ და ფიფამ "ბაიერნისთვის" რაიმე ახალი ტურნირი უნდა მოიგონონ.

თუმცა ბუნდესლიგაში "ბაიერნს" მატჩის ჩაგდებით არაფერი დააკლდა, რადგან წააგო "ლევერკუზენთან" და თანაც, არ იკითხავთ, ვისთან? ბრემენის "ვერდერთან"! ეს ხომ სასწაულია, მაგრამ კიდევ უფრო დიდი სასწაული ის არის, რომ "ვერდერმა" კარი მშრალად შეინახა და აღარ არის ისეთი გუნდი, რომელსაც ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი გოლი აქვს გაშვებული - ასეთი უკვე "ჰამბურგია". თუმცა, "ჰამბურგი" და "ვერდერი" რამ გაყო - ორივე ჩრდილოურია და ორივე ბედოვლათი.

ზემოთაც ვთქვით, რომ მესამე ადგილზე "გლადბახი" აძვრა, ოღონდ მიონხენგლადბახელებს არ მოუგიათ - 22 დეკემბერს "ვოლფსბურგთან" 0:0 ითამაშეს და ქულაც ეყოთ იმისათვის, რომ პირველი წრის საუკეთესო სამეულში დამთავრება მოეხერხებინათ.

ერთი სიტყვით, ბუნდესლიგაში საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მეორე წრეში ჩემპიონთა ლიგისთვის და ევროპალიგისთვის ძალიან საინტერესო ბრძოლა უნდა ვიხილოთ, ჩემპიონის ვინაობა კი, დიდი შანსია, სარეკორდოდ სწრაფად გაირკვეს.

ბუნდესლიგა. XVII ტური

აინტრახტი-აუგსბურგი 1:1
გოლები: 0:1 ბობადილია (33), 1:1 როზენტალი (42)
აინტრახტი (4-2-2-1-1): ტრაპი - ს. იუნგი, სამბრანო, ანდერსონი, ჯაპკა - შვეგლერი, ფლუმი (62. ა. მაიერი) - შრიოკი, როდე - როზენტალი - ხოსელუ (87. ბაკალორცი).
აუგსბურგი (4-2-2-1-1): ჰიტცი - ვერჰეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ოსტრცოლეკი - ფოგტი, ბაიერი - ჰანი, ტო. ვერნერი (91. მ. დე იონგი) - ჰალილ ალთინთოფი - ბობადილია (81. მილიკი).
გაფრთხილება: ფლუმი, როდე, შვეგლერი - ბაიერი, ფოგტი
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 18-14; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 5(5)-9(3); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 46 400

დორტმუნდი-ჰერტა 1:2
გოლები:L1:0 როისი (7), 1:1 რამოსი (23), 1:2 ალაგი (45)
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - გროსკროიტცი, სოკრატისი, ზარი (46. პიშჩეკი), დურმი - კელი (77. შიბერი), ნ. შაჰინი - ბლაშჩიკოვსკი (56. ი. ჰოფმანი), მხითარიანი, როისი - ლევანდოვსკი.
ჰერტა (4-1-4-1): გერსბეკი - მ. ნდიენგი, ლუსტენბერგერი, კობიაშვილი, პეკარიკი - ჰოსოგაი - ალაგი, სკიელბრედი (69. ნიმაიერი), ჩიგერჩი (90. იანკერი), ნ. შულცი - რამოსი (78. ვაგნერი).
გაფრთხილება: ზარი, ნ. შაჰინი - ჩიგერჩი, კობიაშვილი, ჰოსოგაი
კუთხური: 5-0; ჯარიმა: 20-19; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 20(5)-6(4); ბურთის ფლობა: 68%-32%.
მაყურებელი: 80 645

ვერდერი-ლევერკუზენი 1:0
გოლი: 1:0 გარსია (74)
ვერდერი (4-2-3-1): ვოლფი - გებრე სელასიე, პრიოდლი, კალდიროლა, გარსია - მაკიადი, ბარგფრედე - დი სანტო (71. იგნიოვსკი), ჰანტი (84. ლუკიმია), ელია (91. თრაიბული) - პეტერსენი.
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - დონატი, ვოლშაიდი, თოფრაქი (78. იოზთუნალი), ჩანი - როლდესი - ლ. ბენდერი, კასტრო - კრუსი (78. დერდიოკი), სონი (66. ჰეგელერი) - კისლინგი.
გაფრთხილება: ბარგფრედე, ელია - თოფრაქი, კრუსი, ვოლშაიდი
კუთხური: 5-9; ჯარიმა: 14-10; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 11(3)-22(5); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 39 145

ფრაიბურგი-ჰანოვერი 2:1
გოლები: 1:0 მეჰმედი (25), 2:0 მეჰმედი (36), 2:1 ბიტენკური (93)
ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - ზორგი, ჰიონი, კრმასი (46. შუსტერი), გიუნტერი - გინტერი, ფერნანდესი - შმიდი, პილარი (79. გუედე) - მეჰმედი (88. ჰანკე), დარიდა.
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჩერუნდოლო (82. შლაუდრაფი), მარსელო, ჰოფმანი, პრიბი - ანდრეასენი (46. შმიდებახი), სანე - შტინდლი, ბიტენკური - მ. დიუფი, სულეიმანი (46. ა. ზობიეხი).
გაფრთხილება: ჰოფმანი, ცილერი
კუთხური: 0-1; ჯარიმა: 16-13; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 11(3)-20(6); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 23 200

ჰამბურგი-მაინცი 2:3
გოლები: 1:0 ჩალჰანოღლუ (21), 1:1 ოკაზაკი (47), 1:2 ნ. მიულერი (50), 2:2 ვან დერ ვაარტი (79), 2:3 ოკაზაკი (92)
ჰამბურგი (4-2-3-1): დრობნი - რინკონი, თაა, ჯურუ, იანსენი - ბადელი, არსლანი (58. ირაჩეკი) - ბაისტერი (58. ზუა), ვან დერ ვაარტი, ჩალჰანოღლუ (84. ლამი) - ლასოგა.
მაინცი (4-1-2-1-2): კარიუსი - პოსპეხი, ბელი, ნოვესკი, პარკი - გაისი - მორიტცი (84. ზალერი), სოტო (65. ჟუნიორ დიასი) - მალი (77. ჩუპო-მოტინგი) - ნ. მიულერი, ოკაზაკი.
გაფრთხილება: ჯურუ - მორიტცი
გაძევება: რინკონი (82. ჰამბურგი)
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 21-13; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 18(8)-13(7); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 50 918

ბრაუნშვაიგი-ჰოფენჰაიმი 1:0
გოლი: 1:0 იორლი (29-პენ)
ბრაუნშვაიგი (4-1-2-2-1): დავარი - კესელი (90. ვასჰაუზენი), ბიჩაქჩიჩი, დოგანი, პერთელი - თოიერკაუფი - პფიტცნერი (77. ვრანჩიჩი), იორლი - ელაბდელაუი, ბოლანდი - ადემი (69. კუმბელა).
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): გრალი - ბეკი, ზიულე, ვესტერგაარდი, ტოლიანი (22. სალიჰოვიჩი) - რუდი (78. მოდესტე), პოლანსკი - ფოლანდი, რობერტო ფირმინო, ფ. ჯონსონი - შიპლოკი (60. ჰერდლინგი).
გაფრთხილება: პფიტცნერი - შიპლოკი, ჰერდლინგი
გაძევება: პერთელი (82. ბრაუნშვაიგი)
კუთხური: 7-8; ჯარიმა: 17-19; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 14(8)-16(3); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 21 600

ნიურნბერგი-შალკე 0:0
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ჩენდლერი, ნილსონი, პინოლა, პლატენჰარდტი - ფრანტცი, ჰასებე - დრმიჩი (85. მაკი), კიოტაკე, ჰლუშეკი - გინჩეკი (86. პეკჰარტი).
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - უჩიდა, მატიპი, ფელიპე სანტანა, კოლასინაცი - ჯონსი, ნოიშტედტერი - ფარფანი, მ. მაიერი (92. კ. პაპადოპულოსი), ფუხსი (31. გორეტცკა) - სალაი (70. ობასი).
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 9-4; ჯარიმა: 14-19; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 15(4)-8(2); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 42 687

გლადბახი-ვოლფსბურგი 2:2
გოლები: 0:1 დიეგო (53), 1:1 რაფაელი (59), 2:1 არანგო (64), 2:2 დოსტი (85)
გლადბახი (4-2-2-1-1): ტერ შტეგენი - კორბი, იანჩკე, შტრანცლი, ვენდტი - კრამერი, ჯაკა - ჰერმანი (87. ჰრგოტა), არანგო - რაფაელი (93. ლ. დე იონგი) - მ. კრუზე.
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ოხსი, ნალდო, კნოხე, როდრიგესი - ლუის გუსტავო, მედოიევიჩი (71. პერიშიჩი) - დ. კალიჯური (87. კოო), არნოლდი, დიეგო - ოლიჩი (79. დოსტი).
გაფრთხილება: ვენდტი - ოხსი, დიეგო, დ. კალიჯური
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 10-12; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 14(4)-18(13); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 53 301

მომდევნო ტური
24 იანვარი.
გლადბახი-ბაიერნი.

25 იანვარი.
დორტმუნდი-აუგსბურგი, შტუტგარტი-მაინცი, ვოლფსბურგი-ჰანოვერი, ნიურნბერგი-ჰოფენჰაიმი, ფრაიბურგი-ლევერკუზენი, აინტრახტი-ჰერტა.

26 იანვარი.
ვერდერი-ბრაუნშვაიგი, ჰამბურგი-შალკე.

ბომბარდირები: 11 - რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდი), ადრიან რამოსი (ჰერტა); 10 - მარიო მანჯუკიჩი (ბაიერნი); 9 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), ვედად იბიშევიჩი (შტუტგარტი), შტეფან კისლინგი (ლევერკუზენი), პიერ-მიშელ ლასოგა (ჰამბურგი), რაფაელი (გლადბახი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული