ის, რომ ლევანდოვსკი "დორტმუნდიდან" მიდის, დიდი ხანია ცნობილია. სავარაუდოდ, ის სწორედ "ბაიერნში" გადადის, თუმცა ცნობა სამედიცინო შემოწმების გავლის შესახებ იანვარშივე მაინც ძალიან მოულოდნელია.
გაზეთის მტკიცებით, სამედიცინო დასკვნა თუ სახარბიელო იქნება, ლევანდოვსკი ახლავე გააფორმებს წინასწარ ხელშეკრულებას "რეკორდმაისტერთან", რომელიც ძალაში ზაფხულში შევა. შესაბამისად, პოლონელი სეზონს იურგენ კლოპის გუნდში ჩაამთავრებს.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფეხბურთელმა ბუნდესლიგის ამ სეზონში 15 მატჩში 11 გოლი გაიტანა.
ასევე იხილეთ: