"ბორუსიას" გენერალური დირექტორი: ლევანდოვსკის შემცვლელს ვეძებთ

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიის" გენერალურმა დირექტორმა ჰანს-იოაჰიმ ვატცკემ აღნიშნა, რომ კლუბი რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელს ეძებს, რომელიც მიუნხენის "ბაიერნში" გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკიმ "ბაიერნთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ბუნდესგუნდს 1 ივლისს შეურთდება, როცა "ბორუსიასთან" კონტრაქტი დაუსრულდება.

ვატცკეს თქმით კი ლევანდოვსკის ტრანსფერი მათვის მოულოდნელობა არ ყოფილა.

"ამან არ გაგვაკვირვა, მსგავსი პროცესები სავსებით ნორმალურია. ბოლო კვირის განმავლობაში ცხადი იყო, რომ ლევანდოვსკი ამ ნაბიჯს გადადგამდა.

ჩვენი სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი რობერტის შემცვლელს ეძებს. ჩვენსა და ლევანდოვსკის შორის პრობლემები არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ ის გააგრძელებს საკუთარი
ძლიერი მხარეების ჩვენებას",
- თქვა ვატცკემ.

მომზადებულია Bild-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული