შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკი "ბაიერნში" 1 ივლისს გადავა, როცა "ბორუსიასთან" კონტრაქტი დაუსრულდება.
ლევანდოვსკიმ "ბაიერნთან" ხელშეკრულება 2019 წლამდე გააფორმა. აღსანიშნავია, რომ ასეთი გრძელვადიანი კონტრაქტი "ბაიერნში" არავის აქვს.
პოლონელი ფეხბურთელი წელიწადში ხელფასის სახით 8 მილიონ ევროს მიიღებს, რაც მხოლოდ ლამის, შვაინშტაიგერისა და რიბერის ხელფასზე ნაკლებია, რომლებიც წელიწადში 10 მილიონ ევროს ღებულობენ.
აღსანიშნავია, რომ მადრიდის "რეალი" ლევანდოვსკის წელიწადში 9.5 მილიონ ევროს სთავაზობდა.
მომზადებულია Bild-ის მიხედვით