რობერტ ლევანდოვსკი "ბაიერნში" წელიწადში 8 მილიონ ევროს მიიღებს

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" ფეხბურთელის რობერტ ლევანდოვსკის მიუნხენის "ბაიერნთან" გაფორმებული კონტრაქტის დეტალები გახდა ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკი "ბაიერნში" 1 ივლისს გადავა, როცა "ბორუსიასთან" კონტრაქტი დაუსრულდება.

ლევანდოვსკიმ "ბაიერნთან" ხელშეკრულება 2019 წლამდე გააფორმა. აღსანიშნავია, რომ ასეთი გრძელვადიანი კონტრაქტი "ბაიერნში" არავის აქვს.

პოლონელი ფეხბურთელი წელიწადში ხელფასის სახით 8 მილიონ ევროს მიიღებს, რაც მხოლოდ ლამის, შვაინშტაიგერისა და რიბერის ხელფასზე ნაკლებია, რომლებიც წელიწადში 10 მილიონ ევროს ღებულობენ.

აღსანიშნავია, რომ მადრიდის "რეალი" ლევანდოვსკის წელიწადში 9.5 მილიონ ევროს სთავაზობდა.

მომზადებულია Bild-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯობდდა მადრდსჰი გადასულიკო
gegi
19:37 05-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული