ფრანკ რიბერი: "ოქროს ბურთის" მოგების კარგი შანსი მაქვს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ "ოქროს ბურთის" მოგების შანსები შეაფასა და დოჰაში საწვრთნელ შეკრებაზე ისაუბრა.

"პირველმა ვარჯიშებმა კარგად ჩაიარა, არადა შვებულების მერე პირველი დღეები ყოველთვის რთულია. მალე მწყობრში ჩავდგებით.

"ოქროს ბურთი" ? არ ვნერვიულობ ამაზე. ვფიქრობ, მოგების კარგი შანსი მაქვს. 2013 წელს კარგად ვთამაშობდით. სულ ცოტა დარჩა, ვნახოთ, რა მოხდება",
- თქვა რიბერიმ.

შეგახსენებთ, რომ რიბერი "ოქროს ბურთის" მოგების პრეტენდენტთა შორისაა. ჯილდოს მოსაპოვებლად ასევე იბრძვიან კრიშტიანო რონალდო (მადრიდის "რეალი") და ლიონელ მესი ("ბარსელონა").

"ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონია ციურიხში 13 იანვარს
გაიმართება.

მომზადებულია fcbayern.de-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული